Skip to Content

პირველი ქალი ფოტოკორესპონდენტი, რომელმაც სტალინი და მაჰათმა განდი გადაიღო

პირველი ქალი ფოტოკორესპონდენტი, რომელმაც სტალინი და მაჰათმა განდი გადაიღო

Be First!

„ფოტოგრაფია ის დოკუმენტია, რომელსაც შეხედავს თვალებისა და გულის მქონე ადამიანი და იგრძნობს, რომ მსოფლიოში ყველაფერი კარგად როდია“.

რობერტ კაპა

მარგარეტ ბურკ-უაიტი — ფოტოჟურნალისტიკის ერთ-ერთი ლეგენდა. პირველი ქალი ფოტოგრაფი, რომელიც იბეჭდებოდა ჟურნალ “Life”-ში. ასევე, მან დაარსა ჟურნალი “Apperture”.
*

*

პირველი ქალი, რომელიც მუშაობდა სამხედრო ჟურნალისტიკაში და პირველი ქალი ფოტოგრაფი, რომელიც დაუშვეს სამხედრო-საბრძოლო ოპერაციის ფოტორეპორტაჟისათვის.

პირველი უცხოელი ჟურნალისტი, რომელსაც დართეს ნება გადაეღო საბჭოთა კავშირი.
*
Image result for margaret bourke-white

*
დაიბადა ნიუ-იორკში, ბრონქსში, 1904 წელს. ახალგაზრდობა ნიუ-ჯერსიში გაატარა. 1922 წელს ჩააბარა უნივერსიტეტ კოლუმბიაში და ჰერპეტოლოგიას (მეცნიერება ქვეწარმავალთა შესახებ) ეუფლებოდა. იგივე პერიოდში დაინტერესდა ფოტოგრაფირებით. შემდეგში რამდენიმე უნივერსიტეტი გამოიცვალა, დაამთავრა რა, ბოლო-ბოლო, კორნელის უნივერსტეტი 1927 წელს. 1928 წელს გადაინაცვლა კლივლენდში და დაიწყო მუშაობა კომპანია „ოტის სტილში“, სამრეწველო ფოტოგრაფად.
*
Image result for margaret bourke-white
*
1929 წელს დაარსა ჟურნალი Fortune. შემდგომში ის ჟურნალ Life-ში მიიწვიეს, რომელშიც პირველი ქალი-ფოტოჟურნალისტი გახდა. 1930 წელს შეიქმნა პირველი დასავლეთელი ფოტოგრაფი, რომელმაც საბჭოთა კავშირის სამრეწველო ობიექტები მოინახულა. იყო ჩამოსული საქართველოშიც, სადაც მის მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათი სტალინის დედის, ეკატერინე ჯუღაშვილისთვის.
*
Ekaterina Dzhugashvili, mother of Joseph Stalin, Tbilisi, 1931
[ეკატერინე (კეკე) ჯუღაშვილი. თბილისი, 1931 წელი ]
*
მარგარეტ ბურკ-უაიტი იყო პირველი ქალი – სამხედრო ჟურნალისტი და პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც ფრონტის ხაზზე დაუშვეს.
*
English-Indian division in Egypt, 1940.
(ერთობლივი, ინგლისურ – ინდური დივიზიონის სამხედრო ლაშქრობა ეგვიპტეში, 1940 წელს )
*
მარგარეტს უნიკალური ნიჭი ჰქონდა: ის ყველგან იყო, საჭირო დროსა და მომენტში. 1941 წლის მაის-სექტემბერში მის მიერ საბჭოთა კავშირის მონახულება დაემთხვა გერმანიისგან თავდაუსხმელობის პაქტის დარღვევას. ის იყო ერთადერთი საზღვარგარეთელი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა  ფაშისტური გერმანიის თავდასხმის მომენტში. სწორედ იმ პერიოდში იქნა გადაღებული მის მიერ სტალინის ფოტო, შემდგომში დაბეჭდილი ჟურნალ „ლაიფ“-ში.

 *
Air raid on Moscow Wehrmacht, 1941
(მოსკოვის დაბომბვა 1941 წ. )

*
Joseph Stalin in his Kremlin office, 1941

(სტალინი, 1941 წელი )
*
Moscow, Exhibition, 1941
*

Moscow, Exhibition, 1941
( მოსკოვის გამოფენაზე, 1941 წელი )

*
შემდგომში ის ახლდა აშშ-ს ჯარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიასა და გერმანიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების დროს

1945 წელს მარგარეტ ბურკ-უაიტი ახლდა ამერიკელ გენერალს ჯორჯ პატონს  გერმანიაში ვიზიტისას. იგივე პერიოდში მოინახულა ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკიც, რაზეც შემდგომში განაცხადა: „ფოტოკამერის გამოყენება მცირედ შეღავათს მაძლევდა, რადგან ერთგვარ ბარიერს ჰქმნიდა გარეშემო არსებულ საშინელებებსა და ჩემს შორის“.
*
Maia Abuladze-(ი)ს ფოტო.
*
Buchenwald, 1945
(საკონცეტრაციო ბანაკი ბუხენვალდი განთავისუფლების მომენტში, 1945 წელი)
*

1946 წელს მას დართეს ნება, გადაეღო მაჰათმა განდი. 3 დართული კადრიდან 2 გაფუჭდა. რათა ფოტოგრაფირებისათვის დაეშვათ, მარგარეტს  საქსოვ დაზგაზე ქსოვის სწავლაც კი დასჭირდა… (იხ. ვიდეო)


*

Mahatma Gandhi, 1946*
მისი ფოტოჟურნალისტური კარიერა 3 ათწლეულს უძლებს – 1927 წლიდან თითქმის 1950 წლამდე, როდესაც (და სამწუხაროდ) მას პარკინსონის დაავადება დაუდგინეს. მას შემდეგ მარგარეტ უაიტ-ბურკი ძირითადად სამწერლო მოღვაწეობით შემოიფარგლა და იქაც დიდ წარმატებებს მიაღწია – 10-მდე ავტობიოგრაფიული ნაწარმოების გამოცემით, რომელთაგან ერთი-ერთი, სახელწოდებით – „ავტოპორტრეტი“ (Portrait of Myself), 1963 წელს ბესტსელერადაც კი იქცა. სამწუხაროდ, 1963 წლის შემდეგ, დაავადების გამძაფრებამ ის იზოლაციისკენ გაწირა.გარდაიცვალა მარგარეტ უაიტ-ბურკი 1971 წლის 27 აგვისტოს, თუმცა მის ფოტოგრაფიულ და ბიბლიოგრაფიულ მემკვიდრეობას მსგავსი ბედი არასოდეს დაემუქრება…
__________
მაია აბულაძე
(რედაქტირებულია გია კვარაცხელიას მიერ)
*
Children in Moscow, 1941
(მოსკოველი ბავშვები )
*
DC-4 over Manhattan, 1939
(თვითმფრინავი DC-4  მანჰეტენის ზემოთ, 1939 წ. )
*
A rich moneylender India Bhanwar Rampuria resting in his house with his brothers
(მდიდარი ინდოელი მიწათმფლობელი ბჰარვან რამპურია,  საკუთარ ძმებთან ერთად )
*
Jewish children learn Talmud

(ებრაელი ბავშვები სწავლობენ თალმუდს )
*
Marlon Brando, 1952
(მარლონ ბრანდო, 1952 წ. )
*
Margaret Bourke-White on the roof of Chrysler Building, 1934
(მარგარეტ უაიტ-ბურკი  Chrysler Building-ის სახურავზე, 1934 წ. )
*
Maia Abuladze-(ი)ს ფოტო.
*
Image result for margaret bourke-white

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*