Skip to Content

11 მაისს თსუ-ში ამერიკისმცოდნეობის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია იხსნება

11 მაისს თსუ-ში ამერიკისმცოდნეობის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია იხსნება

Be First!

11 მაისს, 11.00 სთ-ზე, თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია იხსნება

აღნიშნული კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შექმნის 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება.


კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს. კონფერენცია სამდღიანია და 13 მაისს დასრულდება.


კონფერენციის გახსნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრის წარმომადგენლები დაესწრებიან.


ღონისძიების ფარგლებში 11:30 საათზე თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა- “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიიდან“ წარმოდგენილი იქნება ამერიკაში პირველი ქართველებისა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებისა და მოღვაწეობის (სამხედრო, საავიაციო, სამეცნიერო, ლიტერატურული, სახელოვნებო, სპორტული და სხვა) ამსახველი ფოტო დოკუმენტები, ბეჭდური და ხელნაწერი მასალები.


მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #115

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*