ჟვანიას სკოლამ “საბა”-ს დახმარებით გამოაცხადა ესეების კონკურსი “ჩემი ევროპული საქართველო”, რომლის გამარჯვებულებსაც პრემია “საბას” ლაურეატებისგან შემდგარი სპეციალური ჟიური გამოავლენს ევროპული კვირეულის ფარგლებში, ასევე გამოვლინდება ნატოს საინფორმაციო ცენტრის რჩეული ყველაზე ევროპული ესე.
ღონისძიებაზე, რომელიც სოფელ ტანძიაში, სულხან-საბას სახლ-მუზეუმში აღინიშნება, პრემია “საბას” ლაურეატი ახალგაზრდა მწერლები ჟვანიას სკოლის მსმენელებისათვის გამართავენ ლექცია-დისკუსიას კლასიკოსი მწერლების ევროპულ არჩევანზე.