
18-დან 29 წლამდე ქართველი ახალგაზრდები წელიწადში საშუალოდ, 5 წიგნს კითხულობენ
კვლევითი ორგანიზაცია IPM-ი დაინტერესდა, თუ რამდენი წიგნის კითხვას ახერხებს მოსახლეობა წელიწადის განმავლობაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 500 ადამიანი. გაირკვა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48%, არც ერთ წიგნს არ კითხულობს.
” მონაცემები ასაკის მიხედვით დაიყო. 18-დან 29 წლის ახალგაზრდები წელიწადში საშუალოდ, 5 წიგნის კითხვას ახერხებენ. 30-54 წლის რესპონდენტები საშუალოდ, 3 წიგნს კითხულობენ. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ქალებმა უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს (საშუალოდ ერთი წიგნით მეტი). 55 წელს გადაცილებული მოსახლეობაც წელიწადში საშუალოდ, 3 წიგნს კითხულობს.
18-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, თითქმის ყველა ქალი მინიმუმ ერთ წიგნს მაინც კითხულობს, ხოლო მამაკაცებში 30% ვერ ახერხებს ვერ ცერთი წიგნის წაკითვას”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.