Skip to Content

19 მაისს საჯარო შეკრება ათენის კულტურის ცენტრ “კაკასიაში”

19 მაისს საჯარო შეკრება ათენის კულტურის ცენტრ “კაკასიაში”

Be First!

? შაბათს, 19 მაისს, 19:00 საათზე, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული „ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის“ მსმენელთათვის გაიმართება მორიგი საჯარო შეკრება, რომელიც ?? ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ??.

✅ ცნობილი ქართველი მწერალი და ინტელექტუალი, ლაშა ბუღაძე წარმოგვიდგენს თავის ახალ რომანს – „პატარა ქვეყანა“.

✔ ღონისძიება გაიმართება იმ საჯარო ლექციათა და შეხვედრების ფარგლებში, რომელსაც ეწოდება: „ევროპული სულიერი და კულტურული ფასეულობები და საქართველო“

✔ ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი”, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურება ათენში მყოფ ქართველ და საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურული კავშირებით დაინტერესებულ ბერძენ და უცხოელ მსმენელებს.

✔ წარსულში, სხვადასხვა თემატიკის ლექცია-სემინარებითა და მასტერ-კლასებით ჩვენს ათენელ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ და გაეცნოთ ისეთი ცნობილი ადამიანები, რომლებიცაა: ანზორ ერქომაიშვილი, რობერტ სტურუა, გია ყანჩელი, პაატა ბურჭულაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ოდისეას დიმიტრიადი, თენგიზ ამირეჯიბი, დუდანა მაზმანიშვილი, ოთარ ლორთქიფანიძე, ზაზა ალექსიძე, რომან მიმინოშვილი, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, ლევან გიგინეიშვილი, ქეთი ნიჟარაძე, პაატა ნაცვლიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, გია ბუღაძე, ანი კლდიაშვილი, გიორგი შხვაცაბაია, გია ქემოკლიძე, რომა რცხილაძე, მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე, დენიზა ზუმბაძე, მიხეილ აბრამიშვილი, მურად მთვარელიძე, თათია მთვარელიძე, მარიამ ხაჭვანი, იოვანა კალპაქსი, იანის კარამბიცოს, დიმიტრის ნოლასი, მარტი ლამბრუ, დიმიტრის ნიკუ, კონსტანტინოს სიმოპულოსი და სხვები.

? საღამოს წამყვანი: კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი ავთანდილ მიქაბერიძე, ათენის ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი.

? დასწრება: თავისუფალი.
? მიმდინარეობს რეგისტრცია ქვემოთ მითითებულ ტელეფონებზე.
☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6999.640412
? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.

✅ მოვუწოდებთ ათენის ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით სტუდენტ-ახალგაზრდობას, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ საინტერესო შეხვედრაში!

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*