
21 ოქტომბერი – ქართველი ემიგრანტი ბავშვების შეხვედრა საბავშვო პოეტ ქალბატონ სოფო ფოცხვერაშვილთან
შაბათს, 21 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გაიმართება II და III თაობის ქართული ემიგრანტი ბავშვების შეხვედრა საბავშვო პოეტ ქალბატონ სოფო ფოცხვერაშვილთან, რომელიც ორ ათელ წელზე მეტია შევიცარიის ქალაქ ციურიხში ცხოვრობს.
? წარმოდგენილი იქნება საბავშვო ლექსების კრებული “დედამიწა რაზე დგას?”, რომლიდანაც ლექსებს წაგვიკითხავენ ათენელი ქართველი ბავშვები.
? შედგება აგრეთვე სოფო ფოცხვერაშვილის ლექსებზე დაწერილი სიმღერების პრემიერა.
? საღამოს ბოლოს, ავტორი თავისი ავტოგრაფით, წიგნებს საჩუქრად გადასცემს დამსწრე ბავშვებს.
? შეხვედრას დაესწრება და შესაბამისად გააშუქებს ელ. ჟურნალ “ჟოლოს” დამფუძნებელი, ქალბატონი დეა თავბერიძე.
? დასწრება: თავისუფალი.
☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.355777
? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.