
24 სექტემბერი: საჯარო ლექცია-საუბარი პროფესორ გია ბუღაძესთან კულტურის ცენტრ კავკასიაში
კვირას, 24 სექტემბერს, 14:300 საათზე, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული „ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი“ მართავს მორიგ შეხვედრას და საჯარო ლექცია-საუბარს, რომელსაც წარმოგვიდგენს ცნობილი ქართველი ხელოვანი და ინტელექტუალი, პროფესორი გია ბუღაძე.
✔ ღონისძიება ჩვენი უნივერსიტეტის მსმენელთათვის გაიმართება საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში,რომელსაც ეწოდება: „ევროპული სულიერი და კულტურული ფასეულობები და საქართველო“
✔ ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი”, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურება ათენში მყოფ ქართველ და საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურული კავშირებით დაინტერესებულ ბერძენ და უცხოელ მსმენელებს.
✔ წარსულში, სხვადასხვა თემატიკის ლექცია-სემინარებითა და მასტერ-კლასებით ჩვენს ათენელ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ისეთი ცნობილი ადამიანებისათვის, როგორიცაა მაგალითად: ანზორ ერქომაიშვილი, რობერტ სტურუა, პაატა ბურჭულაძე, ოდისეას დიმიტრიადი, თენგიზ ამირეჯიბი, ოთარ ლორთქიფანიძე, ზაზა ალექსიძე, რომან მიმინოშვილი, იოვანა კალპაქსი, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, ლევან გიგინეიშვილი, ქეთი ნიჟარაძე, პაატა ნაცვლიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, გია ბუღაძე, ანი კლდიაშვილი, გიორგი შხვაცაბაია, რომა რცხილაძე, მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე, დენიზა ზუმბაძე, მიხეილ აბრამიშვილი, მურად და თათია მთვარელიძეები, დიმიტრის ნოლასი, მარტი ლამბრუ, დიმიტრის ნიკუ, კონსტანტინოს სიმოპულოსი და სხვები.
? შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს მეორე საპატიო სტუმარი საქართველოდან, ცნობილი ქართველი მოქანდაკე და კერამიკოსი, ბატონი გია ქემოკლიძე
? საღამოს წამყვანი: კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი ავთანდილ მიქაბერიძე (ათენის ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი).
? დასწრება: თავისუფალია.
? მიმდინარეობს რეგისტრცია.
☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.355777
? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.