
25 მარტი – შემოქმედებითი საღამო, “მესხეთიდან ელადამდე” ათენის კავკასიაში
? ამა წლის 25 მარტს, კვირას, 15 საათზე, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასიაში” გაიმართება შემოქმედებითი საღამო, სადაც წარმოდგენილი იქნება:
✅ მესხეთის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები (ახალციხე, ბორჯომი, ბაკურიანი, ვალე, ადიგენი, აბასთუმანი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა).
I ნაწილი:
✅ განათლებისა და კულტურის კერები გასული საუკუნეების მესხეთში;
✅ მესხური უძველესი ტრადიციები;
✅ მესხური სამზარეულო;
✅ მესხური (სამცხურ-ჯავახური) დიალექტი და მასზე შექმნილი თანამედროვე პოეზია;
✅ მესხური ხალხური სიმღერა და ცეკვა;
✅ ბერძნული ლექსიკა მესხურ დიალექტში;
✅ ბერძნები მესხეთში და მათი ტრადიციები.
✅ სამცხე-ჯავახეთში შემორჩენილი შუა საუკუნეების მონუმენტური და დაზგური მხატვრობის რამდენიმე შედევრის ისტორიულ-იკონოგრაფიული ანალიზი (მომხსენებელი: კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი, ავთ. მიქაბერიძე – ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ დამფუძნებელი);
✅ გახსენება: ისტორიკოსი ზურაბ ქუქჩიშვილი და პოეტი შალვა კეღოშვილი.
II ნაწილი
✅ ჟურნალ “არავის” პრეზენტაცია;
✅ ვიდეო-ჩართვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ჟურნალის რედაქტორი, პროფ. მერაბ ბერიძე და რედკოლეგია;
✅ ჟურნალ “არავში” გამოქვეყნებულ შემოქმედი ემიგრანტების წარდგენა მსმენელთან;
✅ გაიმართება მცირე მიღება ტრადიციული მესხური სამზარეულოს ელემენტებით.
? ღონისძიების მხარდამჭერია:
☑ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”;
☑ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
☑ შპს “ლაბა” პროდუქტი;
☑ სარეკლამო სააგენტო IMAG.
? საღამოს ორგანიზატორი და წამყვანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ქართული და ბერძნული ენების მიმართულებით – მაია ქუქჩიშვილი.
☎ 210.7211226 / 6999.640412 / 6992.040115 / 6997.685549.
მისამართი: პატისიონის ქ. 81 (28 ოქტომბრის), I სართ. (“ვიქტორიას მოედანი”)