ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართულიდიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერადეფექტური გზების ძიებას.
ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ფორუმისმონაწილეებს მისასალმებელი სიტვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი და ვიცე-პრემიერი.
ღონისძიების ფარგლებში ასევე პირველად მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულიდიასპორის სახელწიფო სტრატეგიის -„ერთიანი ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“პრეზენტაცია. დოკუმენტს დამსწრე საზოგადოებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გააცნობს.
ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ პროფესიული ნიშნისა და ინტერესებისშესაბამის თემატურ ჯგუფებში, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დიასპორის როლი სახალხოდიპლომატიაში და მედია, დიასპორა და ეკონომიკა, თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერებისსაკითხებში, ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა. თემატურ ჯგუფებში გაიმართება დისკუსიები, ხოლომუშაობის პროცესში გამოკვეთილი მოსაზრებები შემდგომში ასახვას ჰპოვებს იმ ცალკეული ღონისძიებების,პროგრამებსა თუ პროექტების დაგეგმვაში რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფორუმის მონაწილენი კოჯორში გვირგვინითშეამკობენ იუნკერთა მემორიალს და მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.
დიასპორის ფორუმში მონაწილეთათვის დღის ბოლოს გაიმართება ოფიციალური მიღება საგარეო საქმეთამინისტრის მიხეილ ჯანელიძის სახელით.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 28 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროსინიცატივით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში, მათ შორის –ლევილის სახელობის სანაპიროს გახსნა ქ. თბილისში.