
29 ოქტომბერი ლექციათა ციკლი – “როგორ დავიწყოთ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა?!“
კვირას, 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია” იწყებს საგანამანათლებლო, პრაქტიკული შინაარსის საუბრების ციკლს, სპეციალურად ჩვენი ემიგრაციის საშუალო და უფროსი თაობისათვის – “როგორ დავიწყოთ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა?!“
? საუბრების ძირითადი თემატიკა:
☑ რას ნიშნავს სამეწარმეო საქმიანობა, ბიზნესი, კომპანია;
☑ კომპანიების სახეობები, კატეგორიები;
☑ რა ნაბიჯები უნდა გადავდგა ბიზნესის დაწყებისათვის;
☑ რა საბაზისო მომზადება მჭირდება ბიზნესის გასამართავად;
☑ სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსების შესაძლებლობები და წყაროები;
☑ ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფო საგადასახადო სამსახურების მიმართ, და სხვ.
? ლექტორები:
– ბატონი ფრანგისკოს კატორიც – დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგი და ბიზნეს-კოსულტანტი, საგანმანათლებლო ცენტრ NobilisAirGroup-ის დირექტორი და თანა-დამფუძნებელი;
– ქალბატონი იოჰანა კალაფუტი, საგანმანათლებლო ცენტრ NobilisAirGroup-ის ლექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი.
? კოორდინატორი: დოქტ. ავთანდილ მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი & კულტურის ცენტრ “კავკასიის” დამფუძნებელი.
? სამუშაო ენები: ბერძნული და ქართული.
? დასწრება: თავისუფალია. ? მიმდინარეობს რეგისტრცია.
☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 (Wind) / 6995.956444 (Q)
? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.