
31 აგვისტოს ”ქართული ცეკვის ზეიმი” სინტაღმაზე
ხუთშაბათს, 31 აგვისტოს, 19:00 საათზე, ქ. ათენის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე – „სინტაღმა“ (Πλατεία Συντάγματος), გაიმართება „ქართული ცეკვის ზეიმი”.
? მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ქართველ, ბერძენ და უცხოელ მეგობრებს თავიანთ ხელოვნებას წარუდგენენ საქართველოდან ჩამოსული სტუმრები – ქ. ცაგერის ესთეტიკური აღზრდის ცენტრთან არსებული ქართული ცეკვის სახალხო ანსამბლი „ლეჩხუმი“. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ ჩანქსელიანი, ქორეოგრაფები თემურ და ბესარიონ ჩანქსელიანები.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში ანსამბლი „ლეჩხუმი“ მიწვეულია ქ. კიპარისიას (სამხ. საბერძნეთი) საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად.
? დაგეგმილი საზეიმო აქცია-სანახაობის პარალელურად (ე.წ. „Flash mob-ი”), გაიმართება კულტურულ-საინფორმაციო შინაარსის აქტივობები, რომლებიც მოემსახურებიან უცხოეთში ქართული ფოლკლორისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უკეთ წარმოჩინებას.
? კულტურულ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას” აღსაზრდელები.
საყურადღებოა, რომ მსგავს კულტურულ-საინფორმაციო აქციებს „სინტაღმას მოედანზე“ ყოველწლიურად ატარებს ათენის „კავკასიას” ახალგაზრდობა დევიზით: „გაიცანი შენი მეგობარი ქვეყანა – საქართველო“ და რომლის დროსაც, იქ მყოფ სტუმრებს ურიგდებათ საინფორმაციო-სარეკლამო ფლაერები საქართველოს კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობების შესახებ.
? მოვუწოდებთ ათენელ ქართველებს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, დავესწროთ აღნიშნულ ღონისძიებას და მოვიწვიოთ ჩვენი ქართველი, ბერძენი და უცხოელი მეგობრები.
? პატრონაჟი:
☑ საქართველოს საელჩო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში
? ორგანიზატორები:
☑ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“;
☑ ახალგაზრდული გაერთიანება „ათენის ახალგაზრდები”.
? დასწრება: თვისუფალი.
☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.355777 / 6998.392228