
4 სექტემბერს – ”ევროპული კულტურული ფასეულობები და საქართველო“.
ახალი, 2017-2018 აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული „ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი“ ანახლებს საჯარო ლექციათა ციკლს, რომელსაც ეწოდება: „ევროპული კულტურული ფასეულობები და საქართველო“.
? ორშაბათს, 04 სექტემბერს, 19:00 საათზე, ცნობილი ქართველი მწერალი ლაშა ბუღაძე ჩვენი უნივერსიტეტის მსმენელთათვის ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე – „მარია კალასი – 40“, რომელიც ეძღვნება XX საუკუნის საოპერო ხელოვნების უდიდესი „დივას“, ბერძენი წარმოშობის დრამატული სოპრანოს – მარია კალასის (ანა-სოფია-სესილია კალოგეროპულუ Καλογεροπούλου) გარდაცვალებიდან 40 წლისთავს.
✔ 2017 წელს, მთელი მსოფლიოს კულტურული საზოგადოებრიობა ერთხმად აღნიშნავს ამ განუმეორებელი ხელოვანის ტრაგიკულ იუბილეს; ისევე როგორც ევროპისა და ამერიკის უმრავლეს დედაქალაქში, ასევე ათენშიც მთელი წელია იმართება მარია კალასისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, კონცერტები, გამოფენები.
✔ დაგეგმილი ლექცია-საუბარი იქნება ლაშა ბუღაძის მიერ ათენელი ახალგაზრდებისათვის სპეციალურად მომზადებული ლექციების ციკლის (”როგორ წავიკითხოთ მუსიკა და მოვისმინოთ ლიტერატურა”) გაგრძელება, მისი III ნაწილი. წინა ორი ლექცია, როგორც ცნობილია, გაიმართა გასულ სასწავლო წელს.
✔ 04 სექტემბრის ლექცია-საუბარში ორიგინალურად წარმოჩინდება მარია კალასის ტრაგიკული ცხოვრებისა და თავბრუდამხვევი სცენური კარიერის ბევრი უცნობი დეტალი. რამდენადაც შესაძლებელია ერთი ლექციის ფარგლებში, შეფასდება მარია კალასის მიერ დატოვებული კულტურული მემკვიდრეობა დამისი ათვისების საქმეში ქართული საოპერო სკოლის უდიდესი მიღწევები.
✔ თემათა საილუსტრაციოდ, გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო და ვიდეო მასალა;
? აღსანიშნავია, რომ დასახელებული საგანმანათლებლო დაწესებულება, “ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი” წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურება ათენში მყოფ ქართველ და საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურული კავშირებით დაინტერესებულ ბერძენ მსმენელებს.
✔ წარსულში, სხვადასხვა თემატიკის ლექცია-სემინარებითა და მასტერ-კლასებით ჩვენს ათენელ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ისეთი ცნობილი ადამიანებისათვის, როგორიცაა მაგალითად: ანზორ ერქომაიშვილი, რობერტ სტურუა, პაატა ბურჭულაძე, ოდისეას დიმიტრიადი, თენგიზ ამირეჯიბი, ოთარ ლორთქიფანიძე, ზაზა ალექსიძე, რომან მიმინოშვილი, იოვანა კალპაქსი, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, ლევან გიგინეიშვილი, ქეთი ნიჟარაძე, პაატა ნაცვლიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, გია ბუღაძე, ანი კლდიაშვილი, გიორგი შხვაცაბაია, მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე, დენიზა ზუმბაძე, მიხეილ აბრამიშვილი, მურად და თათია მთვარელიძეები, დიმიტრის ნოლასი, მარტი ლამბრუ, დიმიტრის ნიკუ, კონსტანტინოს სიმოპულოსი და სხვები.
? საღამოს წამყვანი: დოქტ. ავთანდილ მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი.
✔ ? დასწრება: თავისუფალია.
? მიმდინარეობს რეგისტრცია.
☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.355777
? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.