
„ჩემმა გარეგნობამ ჩემი ცხოვრება შეცვალა“,- 55 წლის უსახლკაროს საოცარი გარადაქმნა
55 წლის ხოსე ანტონიო 25 წლის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა, დეპრესიითა და სხვა დაავადებებით დაძაბუნებული, როდესაც, წელიწადნახევრის წინ, ის – თმაგაჩელილი, წვერებიანი, გორილას მსგავსი არსება – ადგილობრივი სილამაზის სალონის, “La Salvajeria”-ს მფლობელმა, სალვა გარსიამ გაიცნო, თავისთან წაიყვანა და თანამედროვე „ჰიფსტერად“ („ბიტნიკად“) გადააქცია, თმის შეკრეჭის, წვერის შესწორების, შეღებვის, სახის მაკიაჟის და მოდურად ჩაცმა-დახურვის შემდეგ.
–
–
–
–
–
–
ყოფილი ელექტრიკოსი – რომელიც 30 წლის ასაკიდან დეპრესიაში იმყოფებოდა, გზას აცდენილი, ქუჩაში ცხოვრობდა და, მეტსახელი „ხოსეტეს“ გარდა, თუ რაიმე ებადა, არც იცოდა – საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა და ლამის ცრემლად დაიღვარა, გაოგნებული საკუთარი ტრანსფორმაციით.
–
–
–
–
–
პირველი, რაც გააკეთა, მალიორკას ის მოედანი მოინახულა, რომელთანაც უხშირესად ატარებდა საკუთარ უაზრო და უპოვარ ყოფას. ქალაქის მაცხოვრებელბემა მას ახალი მეტსახელი „ჯორჯ კლუნი“ შერქვეს. ქუჩაში შემხვედრმა გოგონებმა და ქალბატონებმა ხოსეს კომპლიმენტებიც კი მიუძვნეს (ერთმა მათგანმა ისიც ჰკითხა – „ბიჭო, სადაა შენი ფერარიო?!”). ხოსემ მალე ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო, ანონიმური წყაროსგან. „ამ შემთხვევამ მხოლოდ ჩემი გარეგნობა კი არა, მთლიანად ცხოვრება შეცვალა. ახლა ნორმალურ სამუშაოს ვეძებ და ყველაფერი მოწესრიგდება”, – უთქვამს მაშინ ხოსე ანტონიოს.
–
–
–
მას შემდეგ 18 თვე გავიდა. მცირე ხნის „კონკიობის“ შემდეგ, „ხოსეტეს“ კვლავ ცხოვრების რეალობასთან მოუწია შეჯახებამ, თმებიც ბუნებრივ, ჭაღარა ფერს დაუბრუნდა და სახეზეც ნაოჭებმა ისევ წამოყვეს თავი, მაგრამ ამჯერად უკვე ქვეშ აღარ დაჰყვა დინებას და ძალა დაატანა საკუთარ თავს. ნაჩუქარი თანხა კატარაქტის ოპერაციისთვის, ყურების და ქვედა კიდურების ტკივილისგან განსაკურნებლად გამოიყენა და ოთახიც იქირავა, დაბალფასიან პანსიონში. მართალია, სპეციალობით სამუშაო ვერ იშოვა, მაგრამ პარკადორად (მანქანების დამყენებლად) მუშაობს და ინგლისელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ალალად თქვა:
–
–
–
–
– ვეჭვობ, რომ რომელიმე იმ ცვლილებებიდან, რაც მე გადავიტანე, მომხდარიყო უბრალო, გულკეთილი ხალხის დახმარების გარეშე, როგორიცაა საპარიკმახეროს მეპატრონე და სხვა, ადგილობრივი მაცხოვრებლები. მართალია, მანქანების დაყენება-გადაყენება ვერავის ბედნიერად ვერ გახდის, მაგრამ ვეცდები, მეტსაც მივაღწიო და, რაც მთავარია, ყოველთვის მადლობელი ვიქნები მათი, ვინც დამეხმარა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი.
◘
(პირველადი ვიდეოკადრები გადაღებული იქნა 18 თვის წინ, მაგრამ მხოლოდ ამჟამად აიტვირთა სოციალურ ქსელში)
______________
წყარო: Daily Mail.uk