Skip to Content

8 ივლისი: შეხვედრა თანამედროვე საქართველოს ორ ცნობილ ქალბატონ-ავტორთან “კავკასიაში

8 ივლისი: შეხვედრა თანამედროვე საქართველოს ორ ცნობილ ქალბატონ-ავტორთან “კავკასიაში

Be First!

? კვირას, 8 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება შეხვედრა თანამედროვე საქართველოს ორ ცნობილ ქალბატონ-ავტორთან: ქეთი ნიჟარაძესთან და თეონა დოლენჯაშვილთან, რომლებიც ათენის ქართულ საზოგადოებას წარუდგენენ ერთგვარ შემოქმედებით ანგარიშს – თავიანთ ბოლო ლიტერატურულ ნამუშევრებს.

– საპრეზენტაციო წიგნები: თეონა დოლენჯაშვილის „პერსონალური ქრისტე“ და ქეთი ნიჟარაძის „მზე სახურავზე“.

✔ თეონა დოლენჯაშვილის პროზაული კრებული „პერსონალური ქრისტე“ ავტორის მეხუთე წიგნია. მასში მწერლის ოთხი ახალი მოთხრობაა შესული. თეონა დოლენჯაშვილი არის პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი და მრავალგზის ნომინანტი სხვადასხვა ქართულ ლიტერატურულ კონკურსზე. მისი მოთხრობები და რომანები თარგმნილი და გამოცემულია არაერთ უცხო ენაზე.

✔ ქეთი ნიჟარაძის პოეტური კრებული „მზე სახურავზე“ პოეტის მეცხრე წიგნია. მასში ავტორის მიერ ბოლო წლებში დაწერილი ახალი ლექსებია შესული. კრებულთან ერთად წარმოგიდგენთ ქეთი ნიჟარაძის მიერ შესრულებულ ახალ თარგმანსაც – „რჩეული ეპიტაფიები სფუნ-რივერის ანთოლოგიიდან“.

? პროფესორ ქეთი ნიჟარაძეს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მკითხველი უკვე იცნობს ათენში ჩატარებული არაერთი საჯარო ლექციით, პრეზენტაციითა და სხვა საინტერესო ღონისძიებით.

? საღამოს წამყვანი: კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი ავთანდილ მიქაბერიძე, ათენის ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი.

? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტუმრები, ა. წ. 5-15 ივლისს საბერძნეთში შემოქმედებით მივლინებით ჩამოვლენ და საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვთ, მათ გარდა დასახელებული შეხვედრისა და წიგნების პრეზენტაციისა, გამოთქვეს სურვილი, დამატებით, ე.წ. „ლიტერატურული სახელოსნოს“ ფორმატში შეხვდნენ ჩვენი დიასპორის შემოქმედებით საზოგადოების წარმომადგენლებს და გაუზიარონ მათ თავიანთი სამწერლო-შემოქმედებითი გამოცდილება.

? ვისაც სურვილი გაქვთ, მონაწილეობა მიიღოთ „ლიტერატურული სახელოსნოს“ მუშაობაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ტელეფონებზე.

☎ 210.7211226 / 6945.381250 / 6999.640412

? დასწრება: თავისუფალი.

? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*