Skip to Content

9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

Be First!

1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ჯარის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევიდან 28 წელი გავიდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხვნით გამართული აქციის დარბევის შედეგად, რომელიც საბჭოთა არმიამ ცოცხალი ძალის, მძიმე ტექნიკისა და მომწამვლელი გაზის მეშვეობით განახორციელა, 21 ადამიანი დაიღუპა. ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა.

9 აპრილი ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს შეეწირნენ: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის.

ამ დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*