Skip to Content

9 სექტემბერი -”ევროპული სულიერი და კულტურული ფასეულობები და საქართველო“.

9 სექტემბერი -”ევროპული სულიერი და კულტურული ფასეულობები და საქართველო“.

Be First!

ახალი, 2017-2018 აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული „ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი“ ანახლებს საჯარო ლექციათა ციკლს, რომელსაც ეწოდება: „ევროპული სულიერი და კულტურული ფასეულობები და საქართველო“.

შაბათს, 9 სექტემბერს, 19:00 საათზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, „კავკასიის უნივერსიტეტის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი – პროფესორი კახა შენგელია ჩვენი უნივერსიტეტის მსმენელთათვის ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე – „უმაღლესი განათლების აქტუალური საკითხები საქართველოში, ევროპული განათლების სისტემის კონტექსტში“.

აღსანიშნავია, რომ „კავკასიის უნივერსიტეტსა“ და ჩვენს ცენტრს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს; ორჯერ წარმატებით განხორციელდა ქართველი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფების საქმიანი მიღება ჩვენს ბაზაზე; ჩვენი რეკომენდაციით, რამდენიმე ათენელმა ქართველმა ემიგრანტმა შეძლო ამ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შეღავათებით სწავლა; და ბოლოს, სწორედ ბატონი კახა შენგელიას წარდგინებითა და „კავკასიის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბატონ ავთ. მიქაბერიძეს 2010 წელს მიენიჭა „კავკასიის უნივერსიტეტის“ საპატიო დოქტორის ტიტული.

✔ ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი”, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურება ათენში მყოფ ქართველ და საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურული კავშირებით დაინტერესებულ ბერძენ და უცხოელ მსმენელებს.

✔ წარსულში, სხვადასხვა თემატიკის ლექცია-სემინარებითა და მასტერ-კლასებით ჩვენს ათენელ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ისეთი ცნობილი ადამიანებისათვის, როგორიცაა მაგალითად: ანზორ ერქომაიშვილი, რობერტ სტურუა, პაატა ბურჭულაძე, ოდისეას დიმიტრიადი, თენგიზ ამირეჯიბი, ოთარ ლორთქიფანიძე, ზაზა ალექსიძე, რომან მიმინოშვილი, იოვანა კალპაქსი, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, ლევან გიგინეიშვილი, ქეთი ნიჟარაძე, პაატა ნაცვლიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, გია ბუღაძე, ანი კლდიაშვილი, გიორგი შხვაცაბაია, რომა რცხილაძე, მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე, დენიზა ზუმბაძე, მიხეილ აბრამიშვილი, მურად და თათია მთვარელიძეები, დიმიტრის ნოლასი, მარტი ლამბრუ, დიმიტრის ნიკუ, კონსტანტინოს სიმოპულოსი და სხვები.

? საღამოს წამყვანი: დოქტორი ავთანდილ მიქაბერიძე (ათენის ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი).

✔ ? დასწრება: თავისუფალია.
? მიმდინარეობს რეგისტრცია.

☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.355777

? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*