Skip to Content

ანა ქასრაშვილი „ASCAP“-ის კინომუსიკის ვორქშოპში მიიღებს მონაწილეობას

ანა ქასრაშვილი „ASCAP“-ის კინომუსიკის ვორქშოპში მიიღებს მონაწილეობას

Be First!

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით ანა ქასრაშვილი კომპოზიტორთა საერთაშორისო გაერთიანების „ASCAP“-ის კინომუსიკის ვორქშოპში მიიღებს მონაწილეობას.ვორქშოპი ყოველწლიურად ტარდებალოს ანჯელესში და მასში მონაწილეების შერჩევა კონკურსის წესით ხდება. 2017 წელს კონკურსშიმონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა კონკურსანტმა და  12 გამარჯვებულს შორის ბათუმელი ანაქასრაშვილიც მოხვდა.

ეს არ არის პირველი მიღწევა ანასთვის. ის გახდა ბერკლის კინომუსიკის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტი, კალიფორნიის კინოფესტივალის ფარგლებში კინომუსიკის კომპოზიტორთა XVIII საერთაშორისო კონკურსის (CAIFF) გამარჯვებული, გაიარა პრაქტიკა სტუდიაში Abbey Road.

“ASCAP”-კომპოზიტორთა საერთაშორისო გაერთიანება 1914 წელს ამერიკაში დაფუძნდა, ხოლო 1988წელს „ემის“ და „ოსკარის“ მფლობელი კომპოზიტორის – ფრედ კარლინის  – მიერ შეიქმნა „ასკაპის“კინომუსიკის „ვორქშოპი“ (დახელოვნება/დაოსტატების კურსი) კომპოზიტორთათვის.

10 ივლისიდან, ერთი თვის მანძილზე, ლოს-ანჯელესის საუკეთესო მუსიკოსებისაგან შემდგარი ორკესტრი 20th Century Fox-ის სტუდიაში ჩაწერს ვორქშოპის მონაწილეთა ახალ კომპოზიციებს. წელს ვორქშოპის მასპინძელია „ემის“ მფლობელი კომპოზიტორი რიჩარდ ბელისი. სხვადასხვა დროს იგივე ვორქშოპი გაიარეს კინომუსიკის ისეთმა კომპოზიტორებმა, როგორებიცაა ჰანს ზიმერი, ჯეიმსნიუტონ ჰოვარდი, რენდი ნიუმენი, მაიკლ ჯაკინო.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*