Skip to Content

„აჭარლები – ბეშუმიდან ბათუმამდე“ – პოლონელებმა აჭარაზე ფილმი გადაიღეს

„აჭარლები – ბეშუმიდან ბათუმამდე“ – პოლონელებმა აჭარაზე ფილმი გადაიღეს

Be First!

სურათი აჭარის ისტორიაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე მოგვითხრობს

„აჭარლები — ბეშუმიდან ბათუმამდე“ — ასეთი სახელწოდებით დოკუმენტური ფილმის პრემიერა ბათუმში შედგა.

ფილმი აჭარის შესახებ პოლონეთის საზოგადოებრივმა არხმა TVP 3-მმა გადაიღო. სურათი აჭარის ისტორიაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე მოგვითხრობს. ფილმში ასევე ნაჩვენებია რეგიონის ტურისტული პროდუქტების და ადამიანების მრავალფეროვნება, რომლებიც საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას ცხოვრობენ.

ფილმის ავტორები მაყურებელთან ერთად აჭარის მთებიდან ზღვის სანაპირომდე მოგზაურობენ.

ფილმი გადაღებულია 2017 წლის ზაფხულში, კულტურის პოლონურ-ქართული ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ.

პოლონეთს საზოგადოებრივი არხის მაყურებელმა ფილმი უკვე რამდენჯერმე ნახა. უახლოეს მომავალში სურათს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიც აჩვენებს.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი შავი ზღვის სანაპიროზე მოდის. ტურისტების ყველაზე პოპულარული ადგილი ბათუმია.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*