Skip to Content

აფხაზეთში ოკუპანტები ანაკლიის ანალოგიური პორტის სამშენებლოდ ტყის მასივის ჩეხვას შეუდგნენ

აფხაზეთში ოკუპანტები ანაკლიის ანალოგიური პორტის სამშენებლოდ ტყის მასივის ჩეხვას შეუდგნენ

Be First!

ოკუპირებულ აფხაზეთში სოფელ პრიმორსკთან, რომელიც ანაკლიიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, პორტის ასაშენებლად რუსი ოკუპანტები სახმელეთო პლატფორმის მზადებას შეუდნენ.

„პირველს“ ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, რომ მოფელ პრიმორსკის მახლობლად 23 კვადრატული კილომეტრის ფართობზე უკვე მიმდინარეობს ტყის მასივის გაჩეხვა. რუსული, აფხაზური, რომხური, თურქული და ტაჯიკური კომპანიები, რომლებიც პორტის მშენებლობაში იღებენ მონაწილეობას, სპეცტექნიკით ასცოტერებნ მიწის ფართობებს სასტუმროებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის.

ადგილობრივების თქმით, პორტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და ის ანაკლიის პროექტის ანალოგიური იქნება.

ადგილობრივებმა „პირველთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან სპეციალური წყალქვეშა სამუშაოების მეშვეობით შესაძლებელი გახდება ანაკლიის აკვატორიის ღრმაწყლოვან ზონასთან დაკავშირება.

არსებული ინფორმაციით, პორტის მშენებლობაზე გალის რაიონის 3000 მოსახლე დასაქმდება. შესაბამის სამუშაოებზე ადგილობრივი მუშახელის რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია და გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციაში არაეთმა ადგილობრივმა ქართველამა დააფიქსირა თავისი სურვილი, დასაქმდეს პორტის მშენებლობაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდა რუსეთისა, პორტის მშენებლობაში მონაწილეობას იღებენ აფხაზეური, თურქული, ტაჯიკური და სომხური კომპანიები.

პორტის საბოლოო დანიშნულება ამ დრომდე უცნობია.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*