საზეიმო ლიტურგია ქართული ქვედანაყოფების კაპელანებმა, მამა დავითმა და მამა ზაზამ აღავლინეს. სააღდგომო ღვთისმსახურებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე და III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონების პირად შემადგენლობასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვასასხვა ეროვნების მარლთმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააღდგომო მზადება ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა კაპელანებთან ერთად წითელ პარასკევს დაიწყეს. მათ კვერცხები წითლად შეღებეს და საქართველოდან ჩატანილი ნაძვის და ბზის ნერგები წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს ტერიტორიაზე დარგეს.