Skip to Content

განსაცვიფრებელი იტალია – ამალფის რივიერა

განსაცვიფრებელი იტალია – ამალფის რივიერა

Be First!

ამალფის რივიერა – შემოდგომა ზღვის პირას

მთის გზები ასვლისას სულ უფრო იკლაკნება. ბრმა მოსახვევები მუდამ შიშის ქვეშ გამყოფებს: რა თქმა უნდა, გაიხედავ და უცებ ავტობუსი გამოჩნდება, რომელიც მუდამ ტურისტებით არის სავსე. შეშინებული უკანასკნელი ძალებით აჭერ მუხრუჭს, ავტობუსს გაატარებ და ნელ ნელა იწყებ ასვლას ბოლომდე… იმის იქეთ უკვე ჰორიზონტია. ქვემოთ თუ ჩაიხედე, დაინახავ ნამდვილ სამოთხეს, ლაჟვარდოვან ზღვას, რომელიც მხოლოდ სამხრეთშია. მზე ნელ-ნელა ჰორიზონტს ეფარება, ხოლო მის მიერ დატოვებულ ქალაქს ვარდისფერ ფერებში ტოვებს. გეცნოთ? რა თქმა უნდა, ეს ხომ ამალფია.
*

*
შემოდგომით ამალფის სანაპიროზე სიმშვიდეა. უკვე აგვისტოს ბოლოსთვის ტურისტთა ნაკადი კლებულობს და სექტემბრისთვის აქ მხოლოდ ნეოპოლიტანელები რჩებიან. საათობით შეიძლება იდგე და მონუსხული შესცქერო ამ ნამდვილ საოცრებას, რომლის გადმოცემა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა მაინც შევეცდები…

პოზიტანო
პირველი ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ამალფის სანაპიროზე, ეს პოზიტანოა. ლეგენდის თანახმად ქალაქი დაარსა ზღვის ღმერთმა პოსეიდონმა თავისი უსაყვარლესი ქალის პოზიტეის პატივსაცემად. ცენტრალური ქუჩები, რომელიც ზღვისკენ მიემართება, მხოლოდ საცალფეხო ზონაა. ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით პატარა კაფეებს, სასტუმროებს და მაღაზიებს, სადაც ტურისტების უსაყვარლესი სუვენირები იყიდება – ლიმონის გამოსახულებით, ეს ქალაქ სორენტოს სიმბოლოა, რომელიცც იქვე მდებარეობს.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.

*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*

მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა სანტა მარია ასსუნტას ეკლესიაა, სადაც ინახება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.
მაგრამ პოზიტანოს უპირობო ღირსება მაინც მისი პლაჟებია. ზაფხულში აქ თავისუფალი ადგილი ნახო, შეუძლებელია. პოზიტანო მშვენიერი ადგილია დასასვენებლად, განსაკუთრებით მათთვის ვისაც სურს ხმაურიან ნეაპოლს გაექცეს. უგემრიელესი სამზარეულო, ულამაზესი თეთრი ვილები და დაკლაკნილი ქუჩები, სხვა რა უნდა რომანტიკოსს?

ამალფი
ულამაზესი ქალაქი, რომელიც ციცაბო კლდეებიდან გადმოჰყურებს ზღვას – ამალფის სანაპიროს სული და გულია. აუცილებლად მოოინახულეთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი, სადაც მისი წმინდა ნაწილები ინახება.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
თავად ტაძარიც ულამაზესია, მოჯადოებული უყურებ ამ დიდებულ სანახაობას და სუნთქვაშეკრული საბოლოოდ რწმუნდები, რომ ეს სამოთხე ნამდვილად დიდი წმინდანის მფარველობის ქვეშაა.
*

Image result for amalfi city
*
სასიამოვნო ვახშმის შემდეგ უარი არ თქვათ ლიმონჩელოზე – ინანებთ, ის იტალიაში ერთ ერთ საუკეთესოდ ითვლება. წახემსება სჯობია არა რესტორნებში და მთავარ მოედანზე, არამედ ქალაქის პატარა ქუჩებში განლაგებულ კაფეებში – ფასები ბევრად ნაკლებია! ამალფიდან ყველა მიმართულებით დადიან ავტობუსები, მხოლოდ ერთი რამ გაითვალისწინეთ: ავტობუსმა შეიძლება ერთი საათი და მეტიც დააგვიანოს. სამხრეთელები ნაკლებად არიან პუნქტუალურები.

პრაიანო
ქალაქი პრაიანო, რრომელიც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს პოზიტანოდან ცნობილია თავისი მღვიმეებით.
*
Image result for praiano caves
*
მათგან ყველაზე ცნობილი ზურმუხტის მღვიმეა. თუ გსურთ სიწყნარე და მშვიდი ფიქრების გარემოში ყოფნა, პრაიანო ამისათვის იდეალური ადგილია.
*
Image result for praiano
*
ამალფისა და პოზიტანოს ხმაურიანი საღამოები აქამდე არ აღწევს. აქვე უნდა ავღნიშნო რომ პრაიანო ექსტრემალების უსაყვარლესი ადგილია. გიყვართ კლდეებზე ცოცვა და მთებში სიარული? მაშინ პირდაპირ აქეთ!

კონკა დეი მარინი
კონკა დეი მარინი ნიშნავს „საზღვაო თასს”. ამ პატარა ქალაქს ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ ზემოდან თუ გადმოხედავთ, დაინახავთ, რომ ნავმისადგომი ვიზუალურად ძალიან ჰგავს თასს და, აქედან გამომდინარე, წყალი აქ მუდამ თბილი და გამჭვირვალეა.
*

*
ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს წმინდა ვარდის ტაძარი, იქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტკბილეულობა, რომელიც მონასტრის სამზარეულოში მზადდება.

აჯეროლა
ეს პატარა ქალაქი სანაპიროდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს და, აქედან გამომდინარე, ფასებიც შედარებით დაბალია.
*
Related image
*
Image result for agerola

*
შემოდგომით აქ მოსავლის აღების ნამდვილი დღესასწაულები იმართება, ხშირია კონცერტები, როდესაც მთავარი ქუჩა ბაზრობად გადაიქცევა ხოლმე, სადაც იყიდება ყველი, ხილი, ზეითუნის ზეთი, სუვენირები და საბავშვო სათამაშოები.

რაველლო
კლდეებში და მთებში ჩაკარგული რაველლო განთქმულია თავისი ორი ვილლით – ვილლა რუფოლო და ვილლა ჩიმბრონე.
*

*
Related image

*
Image result for ravello
*
სწორედ ეს ორი შენობა მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს წელიწადის ნებისმიერ დროს. რა თქმა უნდა — მათი ულამაზესი აივნებიდან ხომ ამალფის, არა ნაკლებ ულამაზესი, ხედი იშლება.

სალერნო
მოდით, პირდაპირ ვთქვათ, სალერნო ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველია. აქ არ არის კარგი პლაჟები და რომანტიკული კაფეები. წარმოიდგინეთ, სეზონის პიკშიც კი ქალაქი თთითქმის ცარიელია, ყველანი ისვენებენ ამალფიზე. მაგრამ, ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. ამ პატარა ქალაქს მნიშვნელოვანი კოზირი უჭირავს ხელში. ეს არის ნამდვილი სამოთხე – ის თუ არსებობს, მხოლოდ აქ.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*

*
Image result for salerno duomo
*
აქ ვერ ნახავთ კაფეებს სანაპიროზე, სამაგიეროდ ყველა ოჯახს თავისი პატარა რესტორანი აქვს. სალერნოს დუომო, აგებული მეთერთმეტე საუკუნეში, მომაჯადოებელია თავისი სილამაზით და საოცარი სიმშვიდით. მის ქვემოთ ერთ-ერთი მოციქულის, მათეს წმინდა ნაწილები ინახება. აუცილებლად დაეშვით ქვემოთ, პირდაპირ ტაძრიდან,  რამდენიმე წუთით გაჩერდით სრულ სიმშვიდეში და უსმინეთ, უსმინეთ და გჯეროდეთ, რომ თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები აგიხდებათ.

სორრენტო
სორრენტო მართალია არ განეკუთვნება ამალფის სანაპიროს, მაგრამ იქ მოხვედრა სულაც არ არის რთული. თუკი ნეაპოლის სიახლოვეს იმყოფებით და სორრენტოს არ მოინახულებთ ….. არა არა, ამის გაფიქრებაც შეუძლებელია. გახსოვთ სიმღერა – „სორრენტოს გვიანი საღამო ამინდით არ გვანებივრებს” ( ოღონდ არ ვიცი ვისია!) – არ დაიჯეროთ, მისი საღამოები თბილი და რბილია.
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
მოგზაურობა დაიწყეთ პირდაპირ ტორკვატო ტასოს მოედნიდან. ტასო მეთექვსმეტე საუკუნის პოეტი იყო – ქალაქის ჭეშმარიტი შვილი. მისი ყოველი მაცხოვრებელი ამაყობს იმ ფაქტით, რომ ცხოვრობს სწორედ იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობდა „განთავისუფლებული იერუსალიმის” ავტორი. წაიკითხეთ ეს პოემა…
და კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, წმინდა ანტონინუსის ტაძარი. მისი ხსოვნის დღე აღინიშნება 14 თებერვალს.

კაპრი
ოოო, ქალბატონებო და ბატონებო, ეს არამიწიერი და ენით აუწერელი სამოთხე მე ბოლოსთვის შემოვინახე. რა სიტყვებით შეიძლება მისი აღწერა და გადმოცემა?!
ეეჰ, გავაგრძელოთ…
*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
( კაპრი, ხედი იმპერატორ ავგუსტუსის ბაღებიდან )
*
კუნძულ კაპრიმდე მისვლა, რომლის შესახებ ოოდითგანვე ლეგენდები დადიოდა, შეიძლება ამალფის სანაპიროს პრაქტიკულად ყველა ქალაქიდან. მგზავრობის ღირებულება იქეთ-აქეთ 40 ევროა, ხანგრძლივობა კი მხოლოდ საათნახევარია.

*
Anzori Dikhaminjia-(ი)ს ფოტო.
*
კუნძულზე ორი პატარა ქალაქია – კაპრი და ანაკაპრი. ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია სწორედ კაპრი, გემიდან ჩამოსვლისთანავე სწორედ მანდ მოხვდებით. გაითვალისწინეთ, რომ არის ქვედა და ზედა კაპრი. ქვემოთ პლაჟები და პატარა სანაპიროა, ხოლო მთავარი ღირსშესანიშნაობები სწორედ ზემოთაა. ასვლა ხდება ან საბაგიროთი, ან ავტობუსით. თუმცა ტურისტთა უმრავლესობა მაინც ფეხით სიარულს არჩევს.
*
ზემოთ ასვლისას თქვენს წინაშე გადაიშლება ისეთი ზღაპრული ხედი, რომ, წამით გაფიქრება და… შეიძლება ფრენაც მოგინდეთ. რაც შეეხება მაღაზიებს, ფასები აქ ბევრად ძვირია ვიდრე რომსა და მილანში. აქ შეიძლება უბრალოდ ისეირნოთ კუნძულზე და დატკბეთ მისი სიამოვნებებით, რომელიც გჯეროდეთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე გაგყვებათ.
_________________________
ავტორი:  ანზორ დიხამინჯია
(რედაქტირება: გია კვარაცხელია)
*

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*