ჰადსონის ინსტიტუტის პროფესორის რიჩარდ ვეითსის თქმით, ამერიკელი კანონმდებლების მიერ მიღებული დოკუმენტი, სადაც საუბარია მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, შესაძლოა, საბაბი გახდეს საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის შეცვლის.
“საქართველოს შესახებ მასალაში ამერიკის არსებული პოლიტიკის დადასტურებაა, საუბარია უკანონო ოკუპაციაზე, საქართველოს მიმართ ეკონომიკურ ზეწოლაზე, რუსეთის პროპაგანდაზე, თუმცა მთავარი ზემოქმედება იქნება ენერგოსექტორზე, ევროკავშირის სანქციების სიმტკიცეზე. შესაძლებელია, ამან გაზარდოს ბერკეტები საქართველოსთან დაკავშირებითაც რუსეთთან მოსალაპარაკებლად და ბიძგი მისცეს რუსეთს საქართველოს მიმართ, გარკვეულწილად, პოლიტიკა შეცვალოს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მთავარი ეფექტი ეს იქნება. კენჭისყრაზე მხარდაჭერა უზარმაზარი იყო. გარდა ამისა, პრეზიდენტ ტრამპს რუსეთთან მისი კავშირებისა და სიმპათიის გამო აკრტიკიკებენ. ამ კანონზე ვეტოს დადება გააძლიერებს მისი კრიტიკოსების ნარატივს, რომ ის ზედმეტად რუსეთის მხარესააა”,- განაცხადა ვეითსმა.