Skip to Content

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის საქართველო სამაგალითო ქვეყანაა

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის საქართველო სამაგალითო ქვეყანაა

Be First!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, საქართველოს მიღწევებს, მიზნებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ NDI-ის თავმჯდომარის ვიზიტის მიზანისაქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიღება,ასევე საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვება და საქართველოსა და დასავლეთს შორისტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცებაა.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა მადლენოლბრაიტს და NDI-ის დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნისდემოკრატიული განვითარების საქმეში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ შეტანილგანსაკუთრებულ წვლილსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში განსაკუთრებულ სამუშაოს ათწლეულების მანძილზეახორციელებს; სხვადასხვა თაობები დებდნენ საკუთარ სულს, რწმენას, შრომასა და წვლილს ამ საქმეში. ეს იყოათეულობით გამორჩეული ადამიანი, პროფესიონალი, პოლიტიკოსი, უბრალოდ ენთუზიასტები, რომლებმაცშესანიშნავი სამუშაო განახორციელეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის.

ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებოდით, მტკიცედ სწამდათ, რომ საქართველოში დემოკრატიისმშენებლობა და განვითარება, იყო სწორი მიზეზი, საკუთარი ერთგული სამსახურისათვის. ისინიაღტაცებულნი იყვნენ ჩვენი ქვეყნის წარმატებით და განსაკუთრებით განიცდიდნენ თითოეულ მარცხს.

თქვენთან – იმ ლიდერებთან ერთად მუშაობა, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი ქვეყნის შესაძლებლობებისა დახალხის, განსაკუთრებული იყო და მსურს, თითოეულ თქვენგანს ამ წვლილისათვის მადლობა გადაგიხადოთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, მადლენ ოლბრაიტმა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და სიამაყით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც NDI-ისთან თანამშრომლობით საქართველოში განხორციელდა.

“ვამაყობ იმ სამუშაოთი, რომელიც ერთად განვახორციელეთ. საქართველო ერთგვარი მაგალითია – როდესაც ხალხი გვეკითხება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვმუშაობთ საზოგადოებაში და როგორ იწყებთ მის შეცნობას, ჩვენ ვპასუხობთ, რომ ძალიან დიდი დრო გავატარეთ საქართველოში, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი და, ვფიქრობ, რასაც მე განსაკუთრებით ვაფასებ არის თქვენი სურვილი შეესაბამებოდეთ მაღალ სტანდარტებს, რადგან იცით, რომ სწორედ ეს ქმნის წარმატებულ ქვეყანას.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე ნამდვილი მეგობრები ვართ და შეგვიძლია ერთმანეთს რთულ საკითხებზე ვესაუბროთ და არ ვსვამთ კითხვებს, თუ რამდენად რთულია დემოკრატია, რამდენად საჭირო დამნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი, კანონის უზენაესობა, მედიის განსაკუთრებული როლი.

საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორი იყო. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის არსის გაზიარებისათვის და გმადლობთ მისი ასე კარგად ხელმძღვანელობისათვის”, – აღნიშნა მადლენოლბრაიტმა.

საქართველოს პრეზიდენტის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში მუშაობის პერიოდი გაიხსენა NDI-ისმოქმედმა პრეზიდენტმა კენეტ ვოლაკმა და გიორგი მარგველაშვილს თანამშრომლობისათვის მადლობაგადაუხადა.

“ბატონო პრეზიდენტო, როგორც მრავალ ქართველს, ჩვენც მოგვწონს, რომ თქვენ ამ ქვეყნის ხალხმა აგირჩიათდა, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირებულია ბოლო წლებში, თქვენ აჩვენეთ ისმორალური ავტორიტეტი, რომელიც თან ახლავს ხალხის პრეზიდენტობას. თქვენ ამ ავტორიტეტსგონივრულად, ეფექტიანად იყენებთ.

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია თქვენ ერთერთი ჩვენთაგანი გიწოდოთ”, – აღნიშნა NDI-ის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სამუშაო სადილს პრეზიდენტის ადმინისტრაციისწარმომადგენლებთან ერთად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები დაორგანიზაციის სხვა მეგობრები ესწრებოდნენ

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*