
ანსამბლი “ბასიანი“ ბორდოში
0
Be First!
საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 2 – 4 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“ (Cité des Civilisations Du Vin) პრეზენტაცია-კონცერტით “ ქართული ღვინო და ტრადიციული მრავალხმიანობა” წარსდგა, რომელიც გამოფენის „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“-ს ფარგლებში გაიმართა.
ასევე დაგეგმილია ანსამბლ „ბასიანის“ ორი კონცერტი რომელსაც ესპანელი კომპოზიტორი და მკვლევარი პოლო ვალეხო გაუძღვება. წარმოდგენილი იქნება პოლიფონიის ის ნიმუშები, რომლებიც შინაარსობრივად კავშირშია ვენახთან/ღვინოსთან. ღონისძიებაძე შესრულდება: კახური მრავალჟამიერი, ჩვენ მშვიდობა, ელესა, ჩელა, შენ ხარ ვენახი, ჩაკრულო, წინწყარო, ნადური და სხვა.