Skip to Content

ანსამბლი ,”შავნაბადა“ ფესტივალ “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში კონცერტს გამართავს

ანსამბლი ,”შავნაბადა“ ფესტივალ “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში კონცერტს გამართავს

Be First!

12 დეკემბერს, 19.00 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში  ანსამბლ ,,შავნაბადას”  კონცერტი ფესტივალის ,,საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” მე-20 და კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ,,შავნაბადასთან“ ერთად კონცერტზე მონაწილეობას მომღერალი სოფო გელოვანი, თბილისის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელიომარ ბურდული), გურჯაანის ლ. მუღალაშვილის სახელობის გალობა-სიმღერის სკოლა და ,,გურჯაანი“ ასევე ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის გალობა-სიმღერის სკოლისა და  (ავთო თურქია) ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ, შესაბამისად კონცერტი მეტად მრავალფეროვანი და ხალხმრავალიც იქნება. ეს ის შემთხევაა, როდესაც ანამბლ ,,შავნაბადასთან“ ერთად, სცენაზე ის ადამიანები იდგებიან ვინც წლების მანძილზე საინტერესო პროექტებში იღებდნენ მონაწილეობას.

2017 წელი შემოქმედებითად ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი იყო ანსამბლ ,,შავნაბადასთვის“, მიმდინარე წელს ანსამბლმა არაერთი კონცერტი გამართა როგორც საქართველოში ისე მისფარგლებს გარეთ. ზაფხულში, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ანსამლმა ,,შავნაბადამ“ თბილისის გოგონათა კამერულ გუნდთან ერთად  ექსპერიმენტული კონცერტი გამართა, რომელმაც მსემენლის დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. სექტემბერში ანსამბლმა ფესტივალ ,,შემოდგომისთბილისის“ ფარგლებში ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში სოლო კონცერტი გამართა, მალევეანსამბლმა უმასპინძლა   გუნდ ,,კანტაუს დუმოსს“ გემრანიიდან, რომელთან ერთადაც ორიკონცერტი გამართა თბილისის ევანგელისტურ-ლუთერანულ ტაძარში.  7  ნოემბერს ანსამბლი”შავნაბდა” თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით, სკოლის დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე გაემგზავრა.

ანსამბლი 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს სასახლეში,   ფორუმის მონაწილე ევროპელილიდერების,თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილის წინაშეწარსდგა. სპეციალურად ამ ვიზიტისთვის კომპოზიტორ მიშა მდინარაძის ავტორობით შეიქმნაევროპის ჰიმნის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის, ახალი ვერსია, რომელიც”შავნაბადამ” ევროპის საბჭოს სასახლეში  საზეიმოდ შეასრულა. გახსნის ცერემონიაზე ასევეშესრულდა რამდენიმე  ხალხური სიმღერა და ჯ. კახიძის – მრავალჟამიერი.

სტრასბურგში ყოფნისას ერთ-ერთ ტაძარში  ანსამბლ “შავნაბადას” სოლო კონცერტიც გაიმართა. ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელიც 2017წლის განმავლობაში ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ გამართა.

2017 წლის აქტივობები 12 დეკემბერს, კონსერვატორიაში გამართული კონცერტით არ დასრულდება. ანსამბლი ,,შავნაბადა“ 13 დეკემბერს გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ამჯერად მისი მასპინძელი უკვე გერმანული გუნდი ,,კანტაუს დუმოსი“ იქნება. ანსამბლები ერთობლივ კონცერტს ქალაქ ბერლინის გეთსმანის საკათედრო ტაძარში გამართავენ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*