
ანსამბლი ”შავნაბადა” ლიტვაში საერთაშორისო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ფორუმზე წარდგება
13 – დან 16 ივლისის ჩათვლით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ფორუმზე – „ლაუკსნოს Lauksnos“ ლიტვის ქალაქ კლაიპედაში, ანსამბლი ,,შავნაბადაა“ მიწვეული.
ფორუმზე, ანსამბლი “შავნაბადა“იუნესკოს მიერ არამეტერიალურ კულტურის ძეგლად აღიარებულ ქართულ ხალხურ სიმღერას წარადგენს.
ღონისძიების (ფესტივალის/ფორუმის) ფარგლებში ,,შავნაბადა” რამდენიმე კონცერტს გამართვს, სადაც რეპერტუარი საზოგადოებრივი რადიოს ოქროს ფონდიდან იქნება გაცოცხლებული.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის ფორუმი ლიტვაში პირველად იმართება და წარმოდგენილი იქნებამხოლოდ UNESCO-ს მიერ დაცული, ტრადიციული კულტურული ელემენტები. – მსოფლიო ერებისტრადიციული ზეპირსიტყვიერება, მუსიკალური კულტურა და ფოლკლორული ხელოვნების შედევრები. ფორუმი „ლაუკსნოს Lauksnos”, UNESCO-ს ეროვნული კომისიის პატრონაჟით ტარდება. ფორუმისმასპინძელი ქალაქი – კლაიპედა მიჩნეულია, როგორც 2017 წლის „ლიტვის კულტურის ცენტრი/დედაქალაქი“.
ფორუმზე ფართო სპექტრით იქნება წარმოდგენილი იუნესკოს მიერ დაცული ტრადიციულიკულტურული ნიმუშები: გამორჩეული/ექსკლუზიური სიმღერა, მუსიკის შესრულების ტრადიციები, რიტუალური ფოლკლორი, ორიგინალური ხელობები, უნიკალური ტრადიციული სახელოვნებოფენომენები და სხვადასხვა ტრადიციებს შორის ჰარმონიული კავშირების ძიების შედეგები.