არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი – ფედერაციებმა. გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს უშუს ფედერაციის მიერ 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად მარიამ თურმანიძე დასახელდა.
ავტოსპორტის ფედერაციამ ეს ტიტული დავით კვარაცხელიას არგუნა.
საქართველოს ფუტსალის ფედერაციამ საუკეთსო სპორტსმენად არჩილ სებისკვერაძე აღიარა
სუმოს პირველობა გიორგი მეშვილდიშვილს ერგო.
საქართველოს ძალისმიერი სამჭიდის ფედერაციის მიერ 2017 წლის საუკეთსო სპორტსმენობისთვის გიორგი ბეროშვილი დაჯილდოვდა
სამბოს ფედერაციამ კი ეს ტიტული ლევან ნახუცრიშვილს გადასცა.
სთრონგმენის რჩეული 2017 წლის მონაცემებით კონსტანტინე ჯანაშია გახდა.
10 ნომინანტ სპორტსმენს შორის მესამე ადგილი მკლავჭიდის ფედერაციის რჩეულ სპორტსმენს ლევან საგინაშვილს ერგო, მეორე ადგილის მფლობელი რაგბის ფედერაციის მიერ დასახელებული მიხეილ ნარიაშვილი გახდა.
საუკეთსოთა შორის პირველი ადგილისთვის ჯილდო ჭადრაკის ფედერაციის რჩეულს – ნანა ძაგნიძეს გადაეცა
ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი, განათლების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საკრებულოსა და სხვა უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.