Skip to Content

არტისტერიუმი 2017 თანამედროვე ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა No 10

არტისტერიუმი 2017 თანამედროვე ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა No 10

Be First!

4-14 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო გამოფენას „არტისტერიუმს“ უმასპინძლებს.

„არტისტერიუმი“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც უცხოელი და ქართველი მხატვრების ექსპოზიციებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს აერთიანებს. „არტისტერიუმი“ ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „არტისტერიუმი“.

არტისტერიუმი 2017, თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო გამოფენა ეძღვნება ვიზუალური ხელოვნების, რეწვის (craft) და დიზაინის დიალოგს, მათ შორის კავშირებს, ერთმანეთში ტრანსფორმირების და ამ ფონზე ახალი შინაარსის ძიებას. ვიზუალურ ხელოვნებაში, ისევე როგორც თანამედროვე სტუდიურ რეწვასა და დიზაინში, კონკრეტული მასალების სპეციფიკური მახასიათებლები მათი გამოყენების ფუნქციურ და ესთეტიკურ შესაძლებლობებს განსაზღვრავენ, ხოლო მათი სინთეზი ახალი შინაარსის ობიექტებს ქმნის.

“No 10” როგორც გამოფენის სათაური, ასახავს საგნების, მასალების და ტექსტების ნუმერაციის პრაქტიკას, რომელიც, პროექტის თემატური და იდეოლოგიური დატვირთვის მიღმა, თავისუფალი თვითგამოხატვის პლატფორმადაც შეიძლება გამოვიყენოთ.

არტისტერიუმი “No 10”-ის მიზანი ვიზუალური ხელოვნების, რეწვის და დიზაინის გამომსახველობით ენას, გამოყენებულ მასალას, მიდგომებსა და საწარმო პროცესებს შორის შემოქმედებითი სინთეზის ძიებაა. ამისთვის, მასალის და ენის “გაცვლის” გარდა, მნიშვნელოვანია რეწვისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური პოტენციალის, ვიზუალური ხელოვნების ინტელექტუალური და სოციალური შემადგენლის და დიზაინის ფუნქციონალურობის ურთიერთგავლენების და ურთუერთდენადობის (flux) მხატვრული კვლევა.

არტისტერიუმი 10 / 2017 პროგრამა:

4 ნოემბერი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, სიონის ქ. 8. 18:00 – No10, არტისტერიუმი 10 / 2017-ის გახსნა. საერთაშორისო ჯგუფური გამოფენები: “ხელოვნება რეწვა დიზაინი”, “მისაღები ოთახი III”, “გახევა/დარღვევა: ფარული პროცესი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ინტერვენცია თბილისის ისტორიის მუზეუმში”. (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია, ფინეთი, საბერძნეთი, იაპონია).

5 ნოემბერი, 18:00 საათი – გალერეა ნექტარი, ბოჭორიშვილის ქ. 88/10 (საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გვერდით) -გაყინული, ნიკ ბეზემერი, (შვეიცარია).
6 ნოემბერი, 19:00 საათი – გალერეა კონტეინერი, რადიანის ქ. 10გ. – პასპორტის ფოტო, ჯგუფური გამოფენა, (საქართველო).

7 ნოემბერი, 18:00 საათი – სამშაბათი ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გია ჭანტურიას ქ. 8, ინდუსტრიული დიზაინის ნიმუშები პოლონეთიდან, ფოტო გამოფენა. 19:00 საათი – პირისპირ, საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი).
8 ნოემბერი, 18:00 საათი – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, შარდენის ქ. 19, თბილისი; – მეორე ბუნება, ელენე რაქვიაშვილი, ინტერაქტიური პერფორმანსი, (საქართველო).

10 ნოემბერი, 18:00 საათი – ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გია ჭანტურიას ქ. 8; – რას ნიშნავს სიტყვა ,,ვლადიკავკაზი“ და ვინ არის ვლადიმირი?, ჯგუფი ბულიონი, პროექტის პრეზენტაცია (საქართველო).

12 ნოემბერი, 19:00 საათი – ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გია ჭანტურიას ქ. 8; – შეუდარებელი და ყოვლისშემძლე, უტა ბექაია, ლია ბაგრატიონი, პერფორმანსი (საქართველო, აშშ).

14 ნოემბერი, 19:00 საათი – დედიკას გალერეა, ათონელის ქ. 27, მშრალ ხიდთან, შავი ყუთის ჩანაწერები, ზურა აფხაზაშვილის (აფხაზი) პერსონალური გამოფენა (საქართველო).

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*