მაყაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალების შესახებ ინფორმაცია მან საზოგადოებრივს მიაწოდა.
როგორც თათა შავლაყაძე ამბობს, თანხის შეტანა დაგვიანდა და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი გათავისუფლება. ის გირაოს ოდენობას არ აკონკრეტებს.
შავლაყაძის ინფორმაციით, დარბაზში 4 ქართველის საქმე ერთად განიხილებოდა. როგორც ის ამბობს, ოთხი ქართველიდან ის მხოლოდ ავთანდილ ხურციძეს იცნობს, სხვა ბრალდებულების გვარები კი არ ახსოვს.
დაკავებულის მეუღლის ინფორმაციით, ამერიკის სასამართლო ლევან მაყაშვილთან დაკავშირებით გირაოზე მანამდეც თანახმა იყო, თუმცა თავად ლევანი ამბობდა უარს იმ მიზეზით, რომ გირაო გაუსვლელობის პირობას მოიცავდა, სპორტსმენს კი სხვადასხვა ქალაქში ჰქონდა ბრძოლები დაგეგმილი.
საუბარია მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც გირაოს კიდევ ერთი ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის შემთხვევაშიც დათანხმდა, თუმცა ხურციძეს გირაო ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობით შეუცვალა, მაყაშვილის შემთხვევაში კი მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მაყაშვილის მეუღლის ინფორმაციით, დარბაზში მყოფი ოთხი ქართველიდან, ხურციძის გარდა, ყველას გირაო შეეფარდა.
საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულებს ამერიკელი სამართალდამცველები რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს, რეკეტსა და ფინანსური თაღლითობის დაგეგმვას ედავებიან.