Skip to Content

ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კავკასია“ გიწვევთ

ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კავკასია“ გიწვევთ

Be First!

ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კავკასია“ გიწვევთ:

 მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, ათენის ყველაზე ცნობილი და ვეტერანი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კავკასია“ და მასთან მოქმედი სასწავლო სტუდია (დაარსდა 2000 წელს) გულითადად მოგილოცავთ ახალ სასწავლო წლის დადგომას და მსურველებს გიწვევთ როგორც თავად ანსამბლში, ასევე მისი სტუდიის კლასებში ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების დასაუფლებლად.

 სასწავლო სტუდიაში აღსაზრდელები მიიღებიან 5 წლიდან; 
 პარალელურად მოქმედებს მოყვარულთა წრეები, სადაც ასაკი შეუზღუდავია!
 ანსამბლში ვიწვევთ სცენაზე გამოცდილ ახალგაზრდა მოცეკვავეებს, მრავალარიცხოვან ღონისძიებებში, ლოკალურ თუ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად და უცხოეთში ქართული კულტურის ღირსეულად წარმოსაჩენად.
? საყურადღებოა, რომ ანსამბლში მეცადინეობა უფასოა!!! ?

?? ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი & ქორეოგრაფი: ეკატერინე გიგოლაშვილი-მაცკარი; ქორეოგრაფები: ირაკლი კიკნაძე & შოთა ცქვიტიშვილი.
 ჩვენთან მხოლოდ პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ!

 ჩვენი უახლოესი გასტროლი საზღვარგარეთ გაიმართება 24-26 ნოემბერს – კ. კვიპროსზე, II ინტერ-დიასპორულ ფოლკლორის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად!

 ინფორმაცია: 210.7211226 – 6995.956444 – 6993.720503
? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*