
ალვარო ნეტო: ვუღალატე ათინა ონასის, რადგან არ სურდა ჩემთან სექსუალური ურთიერთობა
გრძელდება განქორწინების „ომი“ არისტოტელე ონასისის ერთადერთ მემკვიდრე, ათინა ონასი-რასელსა და ალვარო დე მირანდა ნეტოს შორის. წყვილი ბრაზილიური მასმედიის საშუალებების ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ყოველდღიურად სიახლეების გამოქვეყნებით.
უკანასკნელი ინფორმაციით, „დოდას“ გვერდით სასამართლოზე ბრაზილიის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქიატრი (მდედრობითი სქესის) იქნება, რომელიც მტკიცებულებებს წარადგენს იმის შესახებ, რომ ალვაროსთან თანაცხოვრებისას ათინას ფსიქოლოგიური პრობლემები გააჩნდა, მანიაკალური დეპრესიით იყო ავად და არ ასრულებდა საკუთარ, მეუღლისეულ მოვალეობას, არ უყოფდა რა, მას სარეცელს.
ბრაზილიელის, ყოფილი პროფესიონალი ჟოკეის, მხარე ეცდება დაამტკიცოს, რომ ათინას არაფიზიოლოგიური ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან, არ სურდა მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება, რამაც ალვარო ღალატის ნაბიჯამდე მიიყვანა!
„ალვარომ ბევრი, პირადი და პროფესიულ-კარიერული მსხვერლი გაიღო, რათა ათინას გვერდით ყოფილიყო. სწორედ ამის გამო არ დათმობს არცერთ ცენტს, რაც კი მას ეკუთვნის“,- განაცხადა „დოდას“ იურიდიულმა წარმომადგენელმა.
წმინდასისხლიანი ბედაურის გარდა, რომელსაც საკუთრად თვლის, ალვარო სასამართლოს გზით შეეცდება ათინა ონასისგან 10 მილიონი ევროს ექვივალენტური თანხის კომპენსაციის მიღებასაც, მიყენებული მორალური ზარალისათვის, რაც მის, როგორც ცხენოსნობის ჩემპიონის, კარიერულ ვარდნაში გამოიხატა.
ათინა ონასის წარმომადგენელს არ გაუმხელია საკუთარი გეგმები, მომავალ სასამართლო პროცესზე განსახორციელებელი ტაქტიკის შესახებ. ბრაზილიური პრესის ცნობით, თვით ათინას სურს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს განქორწინების პროცესი და გააგრძელოს დასახული მიზნის აღსრულება – ცხენოსნობაში საჩემპიონო მწვერვალების მიღწევა.
ათინა ონასი-რასელი არისტოტელე ონასისის ქალიშვილის, ხრისტინას მე-4 ქორწინების ნაყოფია, ფრანგ ტიერი რასელთან. დაბადებულია 1985 წლის 29 იანვარს. 2005 წელს გათხოვდა ალვარო ნეტოზე. არაოფიციალური ინფორმაციით (არავინ, თვით ათინამაც კი არ იცის ზუსტად მისი ქონების მოცულობა), ბერძენი კრეზის შვილიშვილი ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტური უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელია.