Skip to Content

აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე

აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე

Be First!

27 ოქტომბერს აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე აღინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2006 წელს UNESCO-ს მიერ იქნა მიღებული.

აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის შენახვა-შენარჩუნებისა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემის მიზნით UNESCO-მ შექმნა პროგრამა “მსოფლიო მეხსიერება”, რომლის ფარგლებშიც შექმნილი რეესტრი აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტურ მასალას, მათ შორის აუდიოვიზუალურ ჩანაწერებს.

იხილეთ ბმული http://www.unesco.org/new/en/communication-and-information/flagship-project-activities/memory-of-the-world/about-the-programme/objectives/

ამ დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ჩანაწერების შენარჩუნების მნიშვნელობის ხაზგასმა.

ფოტო: კადრები თენგიზ აბულაძის ფილმიდან ნატვრის ხე (1976). მისი აღდგენა და ციფრულ მატარებელზე გადატანა 2015 წელს, თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. რესტავრაცია, ფერებისა და ხმის კორექცია ფილმს ესტონეთში ჩაუტარდა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*