Skip to Content

აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირფასი ქვა

აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირფასი ქვა

Be First!
by April 12, 2017 Social

იშვიათი ბრილიანტი “ვარდისფერი ვარსკვლავი”, აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირფასი ქვა გახდა. 59,6 კარატის წონის ქვა, ჰონგ-კონგში გამართულ Sotheby’s-ს აუქციონზე 71, მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ბრილიანტი ჰონგ-კონგურმა კომპანია Chow Tai Fook Jewellery-მ შეიძინა. ვაჭრობა მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. რეკორდული არა მხოლოდ ბრილიანტის ფასი, არამედ მისი ზომაც გამოდგა.

“ვარდისფერი ვარსკვლავი” აუქციონების ისტორიაში ყველაზე დიდი დაწახნაგებული ვარდისფერი ქვა გახდა. სამხრეთ აფრიკაში, 1999 წელს ნაპოვნი ბრილიანტის საწყისი ფასი 56 მილიონი დოლარი იყო. დაუმუშავებელ მდგომარეობაში ის 132,5 კარატს იწონიდა.

2013 წელს, ჟენევის აუქციონზე, “ვარდისფერი ვარსკვლავის” 83 მილიონ დოლარად ყიდვა იგეგმებოდა, მაგრამ პოტენციურმა მყიდველმა თანხის დროულად გადახდა ვერ შეძლო და გარიგება გაუქმდა.

აქამდე ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი “ცისფერი ოპენგეიმერი” იყო, რომელიც გასული წლის მაისში, 50 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*