Skip to Content

ახალგაზრდობის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ახალგაზრდობის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Be First!

საქათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს, მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობის, ბულინგთან ბრძოლის, ნარკოპოლიტიკისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პოზიტიურ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*