Skip to Content

ახალი აღიარება ქართულ კინოს – “გრან-პრი” მარიამ ხაჭვანის “დედე”-ს. ფილმის ოფიციალური ბერძნული პრემიერა, 17 დეკემბერს ათენში!

ახალი აღიარება ქართულ კინოს – “გრან-პრი” მარიამ ხაჭვანის “დედე”-ს. ფილმის ოფიციალური ბერძნული პრემიერა, 17 დეკემბერს ათენში!

Be First!

? მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “დედე” კანის (საფრანგეთი) კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე, ფესტივალის ჟიურის “გრან-პრის” მფლობელი გახდა.

? ფესტივალის კონკურსში მონაწილე 8 ფილმიდან ჟიურიმ 2 პრიზი გასცა – “გრან-პრი” და “ფრანსუა შალეს პრიზი” საუკეთესო სცენარისთვის.

? ფესტივალის პროგრამა 8 სრულმეტრაჟიანი ფილმისგან შედგებოდა, რომლებიც საფრანგეთის და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მიღებული პრიზების მიხედვით იქნა შერჩეული.

? კანის კინემატოგრაფების რიგით 30-ე შეხვედრაზე ჟიურის ჩეკი კარიო ხელმძღვანელობდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ცნობილი სცენარისტები, რეჟისორები, მსახიობები, ჟურნალისტები და კომიქსების ავტორები.

? ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასიის” ინიციატივით, კვირას, 17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ისტორიულ კინოთეატრ “ალკიონის”-ში (ΑΛΚΥΟΝΙΣ), გაიმართება მარიამ ხაჭვანის “დედე”-ს ოფიციალური ბერძნული პრემიერა.

? აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა ფილმმა კარლოვი ვარის (ჩეხეთი) საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს შემდეგ, 23 ნოემბერს მიიღო კიდევ ერთი გამორჩეული აღიარება – UNESCO-ს პატრონაჟით დაწესებული “კულტურული მრავალფეროვნების” სპეციალური პრიზი, ამჯერად უკვე შორეულ ავსტრალიაში, ე.წ. “აზიის ოსკარის” საერთაშორისო ფესტივალზე (Asia Pacific Screen Awards).
? ასევე, ქართულმა საპროდიუსერო კომპანიამ 20 Steps Productions, რომელმაც “დედე” გადაიღო, მომავალი ფილმის პროექტის, „ნენე“-ს განსავითარებლად, MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო. ფილმს მარიამ ხაჭვანი გადაიღებს, მისი პროდიუსერი კი ვლადიმერ კაჭარავა იქნება.

? თეატრის მისამართი: კინო-თეატრი „ალკიონის“ (Θέατρο ΑΛΚΥΟΝΙΣ), იულიანუს ქ. 42-46, „ვიქტორიას მოედანთან“ ახლოს.

? მოსაწვევი ბარათები ვრცელდება “კავკასიაში” (პატისიონის ქ. 81, 1 სართ., „ვიქტორიას მოედანი”).
 ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.048253

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*