
აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
0
Be First!
აზერბაიჯანის სამართალდამცველების მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე ჰამინ ხალაფოვი მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.
აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 1989 წელს დაბადებულ საქართვთელოს მოქალაქეს ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდითა და 2 ვაზნით აღმოუჩინეს.
ფაქტზე გამოძიებას აზერბაიჯანელი სამართალდამცავები აწარმოებენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დანაშაულის ჩადენის გამო ცდილობდა ხალაფოვი აზერბაიჯანიდან საქართველოში გაქცევას, არ ვრცელდება. ასევე უცნობია, მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება საქართველოში.