
ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF 2017) – მასტერკლასების/Q&A პროგრამა
ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) 2017 წლის 17-24 სექტემბერს ტარდება ქ. ბათუმში. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.
კინოფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია – კინოფესტივალზე ჩამოსული კინორეჟისორების, პროდიუსერების მიერ ორგანიზებული მასტერკლასები და შეხვედრები.
ქვემოთ მოცემულია ბათუმის კინოფესტივალზე დაგეგმილი მასტერკლასების სრული სია:
19 სექტემბერი
12.00-14.00 – გიორგი ოვაშვილი – მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A)
16.00-18.00 – გია ყანჩელი – მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A)
ადგილმდებარეობა: სასტუმრო “WYNDHAM Batumi”
20 სექტემბერი
16.00-18.00 – სიდიქ ბარმაკი – მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A)
ადგილმდებარეობა: სასტუმრო “WYNDHAM Batumi”
16.30 – 17.30 – ფოტოგამოფენა “აბას კიაროსტამი” – სეიფოლა სამადიანი (ირანი)
ადგილმდებარეობა: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი
21 სექტმბერი
12.30-14.00 – მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A) – მოჰსენ მახმალბაფი & ჰანა მახმალბაფი
17.30-18.30 – “კინოპროექტების პრეზენტაცია ფესტივალებისთვის”, გულინ უსტუნ & ტობიას პაუზინგერ
ადგილმდებარეობა: სასტუმრო “WYNDHAM Batumi”
22 სექტემბერი
13.00-14.00 – ნიკოს პანაგიოტოპოულოს – მასტერკლასი “კინოსცენარის განვითარება”
14.00-15.00 – შეხვედრა ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებთან (მოკლემენტრაჟიანი/მხატვრული ფილმების სექცია)
ადგილმდებარეობა: სასტუმრო “WYNDHAM Batumi”
23 სექტემბერი
12.30-13.20 – პროგრამის “შემოქმედებითი ევროპა” პრეზენტაცია – ქეთევან შენგელია, დინარა მაღლაკელიძე, ლევან ლომჯარია (“შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში”)
13.20-14.00 – “დოკუმენტური ფილმების იდეების სივრცე web-პორტფელის პრეზენტაცია” – კოტე ჯანდიერი, გოჩა ჟორჟოლიანი, შალვა შენგელი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი).
14.00-14.30 – პრეზენტაცია “ტერი ჯორჯის შემოქმედებითი კონკურსი 001 – გავლენის ხელოვნება”, ალექ მოუჰიბიანი, პროდუსერი (“შემოქმედებითი სომხეთი” / “Creative Armenia”)
16.30-18.00 – ქართველ რეჟისორებთან შეხვედრა – ელდარ შენგელაია, რეზო ესაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი
ადგილმდებარეობა: სასტუმრო “WYNDHAM Batumi”
მისამართები
– სასტუმრო “WYNDHAM Batumi”- აბაშიძის ქ. 33 (ერას მოედნის პირდაპირ)
– თანამედროვე ხელ ოვნების ცენტრი – ზვიად გამსახურდიას ქ. 1/5
მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია !
BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი “აპოლო”, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე
კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ “აპოლოში” ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. “უფასო ბილეთების” აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.
კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით – http://biaff.org/media-acreditation
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;