Skip to Content

ახალი ტიპის იარაღის – „ბომბთა დედის“ გამოყენება ავღანეთში (ვიდეო)

ახალი ტიპის იარაღის – „ბომბთა დედის“ გამოყენება ავღანეთში (ვიდეო)

Be First!

აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ, პირველად, რეალური სამიზნის – ავღანეთში ისლამური სახელწიფოს შეანაერთების წინააღმდეგ – გამოყენებული იქნა ახალი ტიპის სამხედრო იარაღი.


ბომბი სამხედრო ტექნოლოგიის ახალი საოცრებაა, სახელად GBU-43 ეწოდება, 11 ტონას იწონის და სიგრძით თითქმის 10 მეტრს აღწევს. იგი არანუკლეარულია, არაატომურია, მაგრამ უდიდეს დამანგრეველ ძალას ფლობს. ზომების და ზემოქმედების სიღრმისა და არეალის გამო, მას მეტსახელად „ყველა ბომბის დედა“ შეარქვეს.

Οι ΗΠΑ χρησιμοποίησαν τη «μητέρα όλων των βομβών» στο Αφγανιστάν

ირაღი გამოყენებულია ISIS დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც განთავსებული (იყო) მთიან გამოქვაბულებში, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ, სასაზღვრო პროვინცია ნანგანხარში.

მეორე დღის, 14/04/2017 ინფორმაციით, აფეთქების შედეგად „მხოლოდ“ 36 ჯიხადისტია მკვდარი, თვით ბომბის – რომელიც 10 ტონა ტი-ენ-ტისგან (ტრი-ნიტრო-ტოლუოლი) შედგება – ღირებულება 450 მილიონ აშშ $-ს (!) აღწევს და ტრამპის მიერ პენტაგონისათვის „თეთრი ქაღალდის“ მიცემის აშკარაა ნიშანია, ასევე – გაფრთხილება ჩრდილო კორეისადმი. ის, რაც პენტაგონმა ბოლო 8 კვირის განმავლობაში გააკეთა (ტრამპის მმართველობისას), არ განუხორციელებია ბოლო 8 წლის განმავლობაში!..

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*