Skip to Content

ბრიტანეთის სამეფო ჯილდოს მფლობელი ოთო კახიძე მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტთა რეიტინგში

ბრიტანეთის სამეფო ჯილდოს მფლობელი ოთო კახიძე მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტთა რეიტინგში

Be First!

სულ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის ქართველი ახალგაზრდის ოთო კახიძის შესახებ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტთა რეიტინგში მოხვდა.

სწორედ ამ რეიტინგში მოხვედრის გამო შოტლანდიის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

სწავლა აბუ დაბიში გახსნილ ნიუ იორკის უნივერსიტეტის ელიტარულ კამპუსში გაააგრძელა, სადაც ნობელის ლაურეატი მსოფლიოს საუეთესო მეცნიერები და პროფესორები ასწავლიდნენ. აღნიშნული უნივერსიტეტი მან ორი საბაკალავრო პროგრამით დაასრულა. გარდა ინტელექტუალური მიღწევებისა საინტერესო სპორტული კარიერაც გააჩნია რაგბსა და ცხენოსნობაში. ჯერ კიდევ შოტლანდიასა და დიდი ბრიტანეთში არაერთი ჯილდოც აქვს მიღებული, ფილოსოფიაში, პოეზიაში, რაგბში, ცხენოსონობაში და ა.შ. ქართველ სტუდენტის ერთ-ერთ ჯილდოზე Guardian-იც წერდა. მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის დედოფლის მეუღლის, პრინცი ფილიპის პირადი ჯილდო მრავალპროფილიანი ნიჭიერებისთვის და მიღწევებისთვის.

ოთო კახიძე: – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საქართველოში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ეს სფერო მომავლის სამყაროა და საქართველოსნაირ ქვეყანაში ძალიან საინტერესო იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სოფლის მეურნეობაში პროექტების განხორციელება, რაც, როგორც სხვა ყველა სფეროში, გააუმჯობესებს ეფექტურობას და გაზრდის ნაყოფიერებას. 21-ე საუკუნე ინფორმაციის რევოლუციაზე დაფუძნებული საუკუნეა და თუ შეგვეძლება დიდი მოცულობის მონაცემების შეგროვება ნებისმიერ საკითხზე და მათი დამუშავება, გაცილებით გაადვილდება ალგორითმული ძიება იმ გადაწყვეტების საპოვნელად მთელ რიგ საკითხებში, რომელსაც ჩვენ შეიძლება “შეუირაღებელი” გონებით ჯერ ვერ ვხედავთ. აგრეთვე ხელოვნურ ინტელექტს დიდი გამოყენება ექნება ტრანსპორტისა და ქალაქგანვითარების სფეროში, რაზეც, იმედი მაქვს ჩვენი ქვეყანა ყურაღებას გაამახვილებს და სამომავლოდ “ჭკვიან” და “დაკავშირებულ” ქალაქებში ვიცხოვრებთ, სადაც სერვისები მოქალაქეებისთვის უფრო გაადვილებული და გაუმჯობესებული იქნება და სუპერმარკეტიდან სურსათს დრონები ამოგვიტანენ.

ციფრულმა ტექნოლოგიებმა ჩვენი ყოველდღიურობის ძირეული ასპექტები უკვე შეცვალა და ამის დაბალანსება დღევანდელი საზოგადოებებისთვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგეს. ამ გამოწვევების გამკლავება საქართველოსაც მოუწევს. მე მგონია, რომ ჩვენი მასშტაბების ქვეყანამ მსგავსი გამოწვევები უნდა გამოიყენოს, რადგან ნებისმიერ პრობლემა შესაძლებლობაცაა. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების სტანდარტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ამისთვის კი ჩვენ ყველა მზად უნდა ვიყოთ და რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი და კვლევითი ცენტრი უნდა მუშაობდეს ტექნოლოგიის სტრატეგიაზე. მაგალითად, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ხელოვნური ინტელექტის სამინისტროც კი შეიქმნა, იმდენად დიდი ინტერესი და გათვლებია მომავალზე.

ხელოვნურ ინტელექტსა და ციფრულ ტექნოლოგიებში სამაგისტრო პროგრამის გავლას ბოლონიის უნივერსიტეტში ვაპირებ… მსოფლიოს ყველაზე ძველ უნივერსიტეტში ყველაზე ახალი დარგის სასწავლად… ბოლონია ბევრი ფაკულტეტითაა საინტერესო და აღსანიშნავი, მაგრამ ამ დარგის სწავლება წელს დაიწყო პირველად და ვინაიდან ამჟამად ამ სფეროში ვმუშაობ, ძალიან კარგი დახასიათება მესმის მათი ახალი პროგრამის შესახებ – ძალიან კარგი პროფესორები ასწავლიან და კვლევითი ჯგუფებიც ძლიერია. მისაღებ გამოცდებზე სრული ნიშნებით, 100%-იანი ქულებით ჩავირიცხე. იმედია ასევე წარმატებულად შემეძლება პროგრამის დასრულება.

 

 

ოთო კახიძე – პირველად პროგრამით არ წავსულვარ – ეს იყო ინდივიდუალური მოწვევა შოტლანდიის ერთ-ერთი წამყვანი კოლეჯიდან (ტოპ ხუთეულში შედის გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით), სრული სტიპენდიით. ჯერ კიდევ თბილისი 50-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, როცა კოლეჯის წარმომადგენლები ჩემს რეზიუმეს გაეცნენ და ჩემი ნაშრომები გადაიკითხეს. მაშინ რამდენიმე თხზულება მქონდა სოციოლოგიასა და ისტორიაში, რომელთა ინგლისური ვერსიები ჩემს პორტფოლიოს დავურთე. ახლანდელი გადმოსახედიდან დიდი არაფერი, თუმცა, საშუალო სკოლის მოსწავლის კვალობაზე საკმაოდ შთამბეჭდავი იყო… გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და გასაუბრების შედეგად სტრასალლანის სკოლა-პანსიონის სამეთვალყურეო საბჭომ A-Level პროგრამის (უნივერსიტეტამდელი ორწლიანი კურსი ბრიტანეთში) გასავლელად თავისთან მიმიწვია. ეს იყო პირველი წასვლა. მეორე ეტაპი უკვე ნიუ იორკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაბარება იყო, რადგან შოტლანდიაში ფილოსოფია ძალიან მაინტერესებდა და სულ ძველბერძნული და ლათინური ლიტერატურისა და ფილოსოფიის კლასები მქონდა არჩეული. იქ ჩაბარებაც ჩემმა შოტლანდიელმა მენტორმა მირჩია – NYU-ს საუკეთესო ფილოსოფიის ფაკულტეტი აქვს ინგლისურად მოლაპარაკე მსოფლიოში. თუმცა ნიუ იორკის უნივერსიტეტის ამერიკული კამპუსის ნაცვლად აბუ დაბის ახალაშენებულ კამპუსში მოვხვდი… თან ანალიტიკური ფილოსოფიის გარდა (მამის რჩევით!) უნივერსიტეტში ეკონომიკაც ავირჩიე და NYU ორი საბაკალავრო პროგრამით დავამთავრე. შემდეგ კი იქვე, ჩემს ერთ-ერთ პროფესორთან კიბერნეტიკასა და საზოგადოებრივ მეცნიერებების სფეროში დავიწყე კვლევით პროექტში ჩართვა და სამომავლო დისერტაციის თემაზე მუშაობა.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*