
“ცარიელი სახლი” ევრიმაჟის მთავარი ჯილდოს გამარჯვებულია
0
Be First!
ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ცარიელი სახლი” Eurimages Co-production Development Award ჯილდოს მფლობელი გახდა.
TIFF (Transilvania Pitch Stop Awards) ფესტივალზე 100-ზე მეტი პროექტიდან თავდაპირველად 11 პროექტი შეარჩიეს, ხოლო ჟიურიმ 11 შერჩეული პროექტიდან საუკეთესოდ “ცარიელი სახლი” დაასახელა. ეს ჯილდო პროექტის განვითარების ჯილდოებს შორის მთავარი პრიზია და 20 000 ევროს შეადგენს.