Skip to Content

ჩემოდანი, რომელშიც რუსი ემიგრანტის ცხედარი იდო, გარდაცვლილის დედამ ზღვაში გადააგდო

ჩემოდანი, რომელშიც რუსი ემიგრანტის ცხედარი იდო, გარდაცვლილის დედამ ზღვაში გადააგდო

Be First!

იტალიურმა პოლიციამ გაარკვია, რომ ჩემოდანი, რომელშიც 27 წლის რუსი ემიგრანტის ცხედარი იყო მოთავსებული, მისსავე დედამ გადააგდო ადრიატიკის ზღვაში.

გარდაცვლილი რუსი ემიგრანტის დედა, 48 წლის მოსკოველი ქალი, იტალიაში მომვლელად მუშაობდა – ამის შესახებ პორტალი Leeonardo.it იუწყება.

სამართალდამცავ ორგანოებში ვარაუდობენ, რომ 27 წლის გოგო, რომელსაც იტალიაში ცხოვრების უფლება ჰქონდა, შიმშილით დაიღუპა – ის დიდი ხნის განმავლობაში ანორექსიით იყო დაავადებული და ამ დიაგნოზით რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში.

ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, დედამ შვილის ცხედარი ჩემოდანში დაბნეულობისა და მწუხარების ნიადაგზე მოათავსა და ადრიატიკის ზღვაში ამ მიზეზით გადააგდო.

იტალიის პოლიციამ ჩემოდანი, რომელშიც ცხედარი იყო მოთავსებული, 25 მარტს იპოვა. 24 მარტს კი დამნაშავე ქალი რუსეთში დაბრუნდა. მან მომხდარის შესახებ ახლობელს უამბო. ამ უკანასკნელმა მიღებული ინფორმაცია იტალიის პოლიციას დეტალურად გაუზიარა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*