Skip to Content

კნოსოს სასახლის აღდგენითი 3-განზომილებიანი ვიდეოგამოსახულება

კნოსოს სასახლის აღდგენითი 3-განზომილებიანი ვიდეოგამოსახულება

Be First!

რთული, 3-განმზომილებიანი ვიდეოგამოსახულება, რომელიც ასახავს კნოსოს სასახლის ცხოვრებას მინოსური ცივილიზაციის აყვავების პერიოდში, მეტ და მეტ პოპულრობას იძენს ინტერნეტში.

თვით მინოსური, მეორენაირად – კრეტა-მინოსური ცივილიზაცია, რომელიც საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძულის, კრეტას ბრინჯაოს ხანის ეპოქას ეკუთვნის და ეგეოსის კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენდა, გრძელდებოდა ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან ძველი წელთაღრიცხვის  1375 წლამდე, თირას ვულკანის ამოფრქვევის შედეგად კნოსოს განადგურებამდე.

კნოსოს სასახლე აღმოჩენილია 1900 წელს ინგლისელი არქიტექტორის არტურ ევანსის მიერ, რომელმაც გათხრები 1935 წელს დაასრულა და ამჟამინდელი საექსპოზიციო სახე მიანიჭა არქტიტექტორულ ნაგებობას.



ეს ვირტუალური ასახვა შთამბეჭდავია არამარტო არქეოლოგიის მოყვარულებისათვის, არამედ აქტუალურია  გლობალურადაც – კნოსოს სასახლე, ისევე როგორც კრეტას კუნძული, სპინალოგა (Σπιναλόγκα), იუნესკოს მსოფლიო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*