Skip to Content

ცხინვალის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს და „ალანიას“ ირჩევენ

ცხინვალის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს და „ალანიას“ ირჩევენ

Be First!

ცხინვალის სპერატისტული ხელისუფლება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეგიონისთვის სახელის შეცვლაზე რეფერენდუმს პარალელურად ატარებს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დღეს დილის 8 საათიდან საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება. ე. წ. ცესკოს ერთ–ერთი უბნის თავმჯდომარის მადინა სოტიევის თქმით, 8:10 საათისთვის თავისი პოზიცია 5–მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

რეგიონში სულ 72 ე.წ. საარჩევნო უბანია გახსნილი. საარჩევნო უბნები ასევეა გახსნილი მოსკოვსა და სოხუმში.

საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს ცხინვალში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს.

„პრობლემის ყოველგვარ ძალოვან მოგვარებას ვემიჯნებით და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს მუშაობა, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლინობის დარღვევის მცდელობა დაიგმოს. ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსიის მცდელობაა და ჩვენ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტით უნდა შევეწინააღმდეგოთ“, – განაცხადა დღეს ვიცე–პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მანამდე ევროკავშირმა და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომლებიც სრულად უჭერენ მხარს საქასრთველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სუვერენიტეტს, განაცხადეს, რომ ცხინვალსა და აფხაზეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესები და რეფერენდუმი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ვერასოდეს იქნება მათი შედეგები ლეგიტიმური.

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტო ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ისინი დამოუკიდებელ  სუბიექტებად აღიარა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*