Skip to Content

დღეიდან თბილისის დანაგვიანებისთვის ჯარიმას გადაიხდიან

დღეიდან თბილისის დანაგვიანებისთვის ჯარიმას გადაიხდიან

Be First!

3 აპრილიდან დედაქალაქში “თბილსერვის ჯგუფის” ინსპექტორები გამოჩდებიან და ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეებს დააჯარიმებენ.

გარემოს დანაგვიანება ისჯება კანონით:

• 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.

• 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.

• ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).

• ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.

• ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.

• სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი -400 ლარით. იურიდიული პირი -1000 ლარით.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი.

წყარო

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*