
”დედე” პირველი ქარული ფილმია,რომლითაც ფრანგული უმსხვილესი ავიაკომპანია ”Air France”დაინტერესდა.
კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება!
”დედე” პირველი ქარული ფილმია,რომლითაც ფრანგული უმსხვილესი ავიაკომპანია ”Air France”დაინტერესდა.
”Air France”-მა გამოთქვა სურვილი, რომ მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” მათი ავიახაზების მგზავრებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მალე მგზავრებს დედე • Dede – ს ნახვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თვითმფრინავით ფრენისას შეეძლებათ.
2017 წლის მონაცემებით ”Air France” ავიახაზების მომსახურებით 98.7 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
ფილმის ჩვენება ”Air France” ავიახაზების თვითმფრინავებში ნიშნავს 98.7 მილიონ შესაძლებლობას, 98.7 მილ. ადამინას გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ქვეყანა, ვაჩვენოთ ჩვენი პატარა სამოთხე . ეს არის შესაძლებელობა ეკონომიკური კეთილდღეობისა და ტურიზმის დიდი განვითარებისა.
ეს დიდი წამრატებაა!!! წარმატება არამხოლოდ მარიამისთვის და შემოქმედებითი ჯგუფისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის! დიახ , გვიხარია რომ ქართულ კინოს შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა.
22 თებერვლიდან , ”დედე:სვანური ბალადა” საქართველოს კინოთეატრებში.
28 თებერვალს ”დედე”ს რეჟისორი თავის მაყურებელს შეხვდება კინოთეატრ ამირანში 19:30 საათიანი სეანსის დამთავრების შემდეგ.
?
?
?