Skip to Content

17 მაისი – ლეგენდარული როკ-ჯგუფის კონცერტი ათენში

17 მაისი – ლეგენდარული როკ-ჯგუფის კონცერტი ათენში

Be First!

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული როკ-ჯგუფი Depeche Mode საბერძნეთს ა/წლის 17 მაისს ეწვევა, მისი მსოფლიო ტურის, რომლის სახელწოდებაა «Global Spirit», ფარგლებში.

კონცერტი ჩატარდება ათენის მახლობლად, 20-ოდე კილომეტრში მდებარე, დასახლება მალაკასაში განთავსებულ ღია საკონცერტო მოედანზე, Terra Vibe პარკში. ბილეთების, რომელთა ღირებულება 33-დან 75-ევრომდე მერყეობს, გაყიდვა უკვე დაწყებულია.

ჯგუფის ახალი ალბომი «Spirit» 17  მარტს გამოვიდა და მის მუსიკალურ კარიერაში მე-14-ს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ  Depeche Mode შეიქმნა 1980 წელს და ამჟამად მის შემადგენლობაშია სამი მუსიკოსია: დეივ გაანი, მარტინ გორი და ენდი ფლეტჩერი. სხვათა შორის, ვოკალისტი დევიდ გაანი (რომელიც, ჟურნალ Q-ს მონაცემებით, მსოფლიოს 100 ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკოსს შორის 74-ე ადგილზე იმყოფება) 1999 წლის შემდეგ დაქორწინებულია ბერძენ ჯენიფერ სკლიასზე, ხოლო იმავე წლის 29 ივლისს მათ გოგონა, სტელა როუზი შეეძინათ. აღსანიშნავია, რომ ჯვრისწერამდე, მომავალი მეუღლის ხათრით, ვოკლისტმა მართლმადიდებლობა მიიღო.

David Gahan and Jennifer Sklias

კონცერტის დასაწყისი 21:30 საათზეა დანიშნული, თუმც, დასწრების მსურველთთათვის პარკის კარები 18:30 საათიდან გაიღება.

P. S.  ვისაც დასრწრება არ ძალუძს და ჯგუფის ფანია, შეუძლია ქვემოთწარდგენილი ვიდეო ნახოს, მსოფლიო ტურის ბერლინისეული პრემიერით

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*