Skip to Content

დღეიდან ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ

დღეიდან ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ

Be First!

დღეიდან ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ.

ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრისთვის მოქალაქეები 80 ლარით დაჯარიმდებიან, ორ კილოგრამზე ზევით კი, ჯარიმა 150 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ორ კილიგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის კატეგორიაში შედის სიგარეტის ნამწვიც.

შინაური ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის პატრონი 50 ლარით დაჯარიმდება. ერთ კუბამდე სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის 200 ლარიანი, იურიდიული პირისთვის კი, 500 ლარიანი ჯარიმა არის განსაზღვრული. ერთ კუბზე ზევით სამშენებლო ნარჩენით ქალაქის დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი, 1500 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება.

დედაქალაქის ქუჩებში “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები აპრილის დასაწყისში გამოჩნდნენ, თავდაპირველად ისინი მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიდნენ და მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ აფრთხილებდნენ.

“ინსპექტორები პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტულ ზონებში, პარკებში, სკვერებში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში იმოძრავებენ, სადაც დანაგვიანების შემთხვევები ხშირია.

ინსპექტორების დანიშნულება ქვეითი მოძრაობაა, ისინი მანქანით არ გადაადგილდებიან.

მოქალაქის მიერ მანქანიდან ნარჩენის გადაგდების შემთხვევაში, ჩვენ ფაქტს დავაფიქსირებთ და შესაბამის უწყებებს გადავცემთ, ეს არის საპატრულო პოლიცია და ა.შ. ვინც შესაბამის რეაგირებას მოახდენს”, – განმარტა “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*