Skip to Content

დიდი ამერიკელი ხელოვანი – ემიგრანტი საქართველოდან

დიდი ამერიკელი ხელოვანი – ემიგრანტი საქართველოდან

Be First!

გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის რამდენიმე ნამუშევარი თბილისში აღმოჩნდა

“გა­ა­მე­რი­კე­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ფი­როს­მა­ნი” – ამ ფრა­ზას და­ფიქ­რე­ბუ­ლი წარ­მოთ­ქვამს ამე­რი­კა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლი. აქ, ნი­უ­-ი­ორ­კში, სას­ტუმ­რო “სკოტ­ლენ­დის” მე­ო­ცე თუ ოც­და­მე­ო­რე სარ­თულ­ზე მცხოვ­რებ მას­პინ­ძელს, ცნო­ბილ ფა­ლა­ვან ნი­კო­ლოზ ქვა­რი­ანს მწე­რა­ლი არც იმას და­უ­მა­ლავს, რომ მა­თი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გენ­დე­ბი და­დის, ანუ ამ თა­ო­ბამ კარ­გად იცის ბევ­რი რამ… უფ­რო მე­ტის შეტყ­ო­ბას ცდი­ლობს.

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი ბეს­ტსე­ლე­რის – Anything Can Hap­pen (“ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს”) ავ­ტო­რი გი­ორ­გი (ჯორჯ) პა­პაშ­ვი­ლი მო­ქან­და­კე გახ­ლდათ. მი­სი გვარ­-სა­ხე­ლი შე­ტა­ნი­ლი იყო ისეთ სო­ლი­დურ გა­მო­ცე­მებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა “ვინ ვინ არის ამე­რი­კულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში”, აგ­რეთ­ვე “ვინ ვინ არის XX სა­უ­კუ­ნის ამე­რი­კულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში”.

გა­მო­ფე­ნე­ბი: პენ­სილ­ვა­ნი­ის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა, ფი­ლა­დელ­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი, რე­დინ­გის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი და ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ლე­რე­ა, ვუდ­მო­რის გა­ლე­რე­ა… მო­ქან­და­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წლით ად­რე (1971) უი­ლი­ამ პე­ნის მე­მო­რი­ა­ლურ მუ­ზე­უმს რეტ­როს­პექ­ტულ ჩვე­ნე­ბა­ზე გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის 60 ნა­მუ­შე­ვა­რი გა­უ­ტა­ნი­ა.

ორი­ვე წარ­მა­ტე­ბა – მწერ­ლი­სა და მო­ქან­და­კისა, და­უ­გეგ­მა­ვად, თა­ვის­თა­ვად მოხ­და. მისი ექ­ვსას­ზე მე­ტი ნა­მუ­შე­ვა­რი – ნი­ჭის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, გე­მოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია. ამ ნა­მუ­შევ­რებ­ში პრი­მი­ტი­ვიზ­მი და მო­დერ­ნიზ­მი შე­მოქ­მე­დის ხელ­წე­რის ნიშ­ნად იქ­ცა. ფრაგ­მენ­ტი ერ­თ-ერ­თი შე­ფა­სე­ბი­დან: “ად­რე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, სა­ი­და­ნაც მი­სი სტი­ლი გან­ვი­თარ­და,

სუ­ლაც არ არის დამ­წყე­ბი­სა. ეს არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, მცოდ­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ქმნი­ლე­ბე­ბი… მათ, ვინც ეს­კი­ზის შეს­წავ­ლას აპი­რებს, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი ნამ­დვი­ლად გე­ნი­ად უნ­და მი­იჩ­ნი­ონ”, – ამ სიტყ­ვებს ჩარლზ ჰ. მუ­ლენ­ბერ­გი (უმ­ცრო­სი) და­წერს.

თით­ქმის 40 წლი­სა იყო… შინ სტუმ­რე­ბი ჰყავ­და. მე­გობ­რე­ბი მა­გი­დას­თან სა­სა­უბ­როდ დას­ხდნენ. დის­კუ­სი­ა­ში ჩა­ერ­თო, მაგ­რამ მა­ლე გა­ჩუ­მე­ბა არ­ჩი­ა. გა­ჩუ­მე­ბა, მაგ­რამ არა გა­ჩე­რე­ბა. უს­მენ­და, მაგ­რამ უკ­ვირ­და:
– რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა იმის გა­კე­თე­ბა, რა­საც კარ­გად იც­ნობ?!
მო­სა­უბ­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს მო­ქან­და­კის ნიჭ­­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებზე ედა­ვე­ბოდ­ნენ. გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­მა თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა:
“ფარ­დულ­ში წა­ვე­დი და წაბ­ლის ხის ნა­ჭე­რი ავი­ღე. გა­დავ­წყვი­ტე, ცხვა­რი ამო­მეკ­ვე­თა. ამ ცხო­ველს ისე კარ­გად ვიც­ნობ­დი, რომ შეც­დო­მა ნამ­დვი­ლად არ მო­მი­ვი­დო­და. და­ვიწყე ფი­გუ­რის ამოკ­ვე­თა და მას შემ­დეგ ეს საქ­მე არც შე­მიწყ­ვე­ტი­ა”.

ეს მხო­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ ყო­ფი­ლა, იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხე მი­ი­ღო, რომ სა­სი­ცოცხ­ლო ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქ­ცა. და­დი­ო­და ტყე­ში, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე, მინ­დორ­ში… ყველ­გან ქვებს არ­ჩევ­და. ამოწ­მებ­და სიმ­ტკი­ცეს, სი­ჯან­სა­ღეს, ფერს. არც­თუ იშ­ვი­ა­თად, ყი­დუ­ლობ­და კი­დეც. ქვე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა ქუ­ჩას რომ შე­უყ­ვე­ბო­და, ყვე­ლამ იცო­და, რომ მო­ქან­და­კეს ქვე­ბი კი არა, უკ­ვე მათ­ში და­ნა­ხუ­ლი ქან­და­კე­ბე­ბი მოჰ­ქონ­და; ამი­ტო­მაც მოჰ­ქონ­და ფრთხი­ლად.

“პა­პაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და. ეზოს უკან ბა­ღი ჰქონ­დათ, რა­ღა­ცე­ბი. ქვე­ბი, დი­დი ქვე­ბი. გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით ზე­და: დათ­ვი, სე­ლა­პი… სპე­ცი­ა­ლურ ქვას ნა­ხუ­ლობ­და, ყი­დუ­ლობ­და და მოჰ­ქონ­და. მე­რე დი­დი გა­მო­ფე­ნა მო­აწყ­ო”, – ამას ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრე ფუტ­კა­რა­ძე ჩემ­თან სა­უბ­რი­სას გა­იხ­სე­ნებს (ი­გი ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი უხუ­ცე­სი ემიგ­რან­ტი ქარ­თვე­ლი­ა, რო­მელ­საც პა­პაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­სა და ჰო­ლი­ვუდ­თა­ნაც სა­ინ­ტე­რე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და).

უზარ­მა­ზა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა თო­კე­ბის, ბორ­ბლე­ბის, თავ­კა­ვე­ბის, გორ­გო­ლა­ჭე­ბი­სა და ძე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც კი ზოგ­ჯერ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. თო­კი წყდე­ბო­და, ქვა იმ­სხვრე­ო­და და ჩა­მო­იშ­ლე­ბო­და, ძე­ლი გა­დატყ­დე­ბო­და… ეს არა­ფე­რი! მოთ­მი­ნე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და ყვე­ლაფ­რის “თა­ვი­დან დაწყ­ე­ბის” ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გან­ცდა…
ახალ­მა სა­ხე­ლოს­ნომ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა.

გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს აკა­დე­მი­უ­რი სამ­ხატ­ვრო გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ა. ის თვით­ნას­წავ­ლი ნი­ჭი­ე­რი შე­მოქ­მე­დი იყო, მუ­შა­ობ­და ხე­ზე და ქვა­ში.
ნა­მუ­შევ­რებ­ზე ინი­ცი­ა­ლებს არა­სო­დეს ტო­ვებ­და. მი­აჩ­ნდა, მე­ტიც – დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ “ხელ­მო­წე­რა თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშ­ში­ა”. თა­ვად ნა­მუ­შევ­რით უნ­და მიმ­ხვდა­რი­ყო მნახ­ვე­ლი ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბას და არა მი­წე­რი­ლი გვარ­-სა­ხე­ლის მეშ­ვე­ო­ბით. მის ნა­მუ­შევ­რებ­ზე, გა­მო­ფე­ნებ­ზე იწე­რე­ბო­და რე­ცენ­ზი­ე­ბი, სტა­ტი­ე­ბი, გა­მოკ­ვლე­ვე­ბი; შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­მო­ი­ცა რეტ­როს­პექ­ტუ­ლი კა­ტა­ლო­გიც (1979).
კარ­გა ხანს, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რებ­ზე ჩვენ­ში მხო­ლოდ მი­სი აღ­წე­რე­ბი­თა და ილუს­ტრა­ცი­ე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და ესა­უბ­რათ, იმ “უბ­რა­ლო” მი­ზე­ზის გა­მო, რომ ისი­ნი საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში არა­ვის უნა­ხავს.

1990-ი­ან წლებ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა “ვერ­ნი­საჟ­მა” წა­რუდ­გი­ნა ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს მო­ქან­და­კე ჯორჯ პა­პაშ­ვი­ლი. გა­ზე­თი “ე­თერ­შია სა­ქარ­თვე­ლო” წერ­და, რომ “შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “სხი­ვის” სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის პროგ­რა­მე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი დღე­ნი­ა­დაგ გუ­ლის­ყუ­რით ეკი­დე­ბო­და და ეკი­დე­ბა რო­გორც ქარ­თველ მხატ­ვარ­თა გას­ვლას საზღ­ვარ­გა­რეთ… ისე საზღ­ვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ქარ­თველ ხე­ლო­ვან­თა შე­მოქ­მე­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას”.

გა­ზეთ­მა რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რი­დი გა­აც­ნო მკითხ­ველს გა­და­ცე­მი­დან: “ჯორჯ პა­პაშ­ვი­ლი ჩად­გა აშ­შ-ის ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი მო­ქან­და­კე­ე­ბის რიგ­ში”; “ი­მას, რაც ჯორჯ პა­პაშ­ვილ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 55 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლო, შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს “ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა”. ან კი­დევ: “ე­მიგ­რან­ტი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­დან გახ­და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სკულ­პტო­რი”. და სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა, რაც ამ­ჯე­რად მე­ტად ყუ­რად­სა­ღე­ბი­ა: “სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთ მუ­ზე­უმ­ში, გა­ლე­რე­ა­სა თუ კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში მო­ქან­და­კის არც ერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი არ არის და­ცუ­ლი, ვერც ალ­ბომ­სა და კა­ტა­ლოგ­ზე მიგ­ვიწ­ვდე­ბა ხე­ლი”.

ამ გა­ნაცხ­ად­სა და კო­მენ­ტარ­ს არა­ვინ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია – არც სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან, არც რო­მე­ლი­მე ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე.
გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვარ­თა შე­ფა­სე­ბი­სას, “ცხე­ნი” ერ­თ-ერთ სა­ინ­ტე­რე­სო­თა რან­გში გა­ნი­ხი­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ი­ყო­ფა კი­დეც. ამ­გვა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი ის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ წიგ­ნში, რო­მელ­შიც ყო­ველ ნა­მუ­შე­ვარ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია მი­სი შექ­მნის წე­ლი, მა­სა­ლა, ზო­მე­ბი და შე­ნახ­ვის ად­გი­ლი სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­სა თუ კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში. ყუ­რადღ­ე­ბა მი­იქ­ცია იმან, რომ სწო­რედ “ცხე­ნი” ინა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სხვა­თა შო­რის, საბ­ჭო­თა საზღ­ვა­რი ხელ­ნა­წერს ან წიგნს მა­ლუ­ლად რომ “გად­მო­ე­ლა­ხა”, ათას­გვა­რი ხერ­ხი არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად სა­ში­ში იყო (მსგავ­სი ფა­თე­რა­კი­ა­ნი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი არა­ერ­თი უხუ­ცე­სი ემიგ­რან­ტის­გან მო­მის­მე­ნი­ა…), მაგ­რამ ქან­და­კე­ბა? და ისიც სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ცუ­ლი?! ეს მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო.

1960-ი­ან წლებ­ში გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით გახ­ლდათ… უკ­ან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა გზი­დან მა­შინ­დელ გა­ზეთ “კო­მუ­ნისტს” სა­მად­ლო­ბე­ლი წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა. კმა­ყო­ფი­ლე­ბით იხ­სე­ნებ­და მწე­რალ­თა კავ­შირ­ში შეხ­ვედ­რას, სა­უბ­რებს, მცხე­თა­ში მი­ხე­ილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ბა­ღის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას… ერ­თი ამო­ნა­რი­დი: “ვნა­ხეთ ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის მდი­და­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი. შევ­ხვდით მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რებს”. გა­ზე­თი “ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” კი მკითხ­ველს ამ­ცნობს მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას: “ა­მე­რი­კა­ში რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, ქან­და­კე­ბას (გუ­ლის­ხმობს სე­ვას­ტო­პო­ლის გმი­რი დამ­ცვე­ლე­ბი­სად­მი მიძღ­ვნილ სკულ­პტუ­რას, რო­მე­ლიც ერ­თ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვლე­ბო­და ჯორჯ პა­პაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. – რ.ნ.) გმირ ქა­ლაქს გა­მო­ვუგ­ზავ­ნი, ხო­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის “რაჭ­ვე­ლი მეს­ტვი­რე” – ორ­მეტ­რი­ა­ნი ქან­და­კე­ბა მაქვს და ჩას­ვლის­თა­ნა­ვე გა­მოვ­გზავ­ნი”.

“კო­ლექ­ცი­ე­ბი” წარ­სუ­ლი­ა, “ა­მე­რი­კა­ში რომ დავ­ბრუნ­დე­ბი” კი – მო­მა­ვა­ლი. აწ­მყო გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი­ა. აწ­მყო­ზე ისევ არა­ფერს ამ­ბობს ან ეგებ თქვა კი­დეც, მაგ­რამ ამის თა­ო­ბა­ზე გა­ზე­თებ­მა არა­ფე­რი და­წე­რეს.
აწ­მყო­ზე არც მა­შინ თქმუ­ლა არა­ფე­რი და რო­გო­რი გა­საკ­ვი­რიც უნ­და იყოს, არც მოგ­ვი­ა­ნე­ბით. არა­და, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი მის სამ­შობ­ლო­შიც ინა­ხე­ბა! სკულ­პტო­რის სა­მი ნა­მუ­შე­ვა­რია და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ქან­და­კე­ბის, კე­რა­მი­კი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ცა­ვებ­ში. სწო­რედ სა­ცა­ვებ­ში, რად­გა­ნაც იმ დღი­დან, რა დღე­საც ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი მო­ქან­და­კემ მუ­ზე­უმს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა 1961 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, ისი­ნი არც ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მათ­ზე არა­ფე­რი და­წე­რი­ლა; არა­ნა­ი­რი მო­საწ­ვე­ვი ან ბუკ­ლე­ტი არ გა­მო­ცე­მუ­ლა!

ამ ნა­მუ­შევ­რებს ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი­სე­უ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბით წარ­მო­გიდ­გენთ:
1. # 167. “ცხე­ნი”. ქვა, გრა­ნი­ტი. 49X52X17 სმ (შე­მო­წი­რუ­ლია ავ­ტო­რის მი­ერ 1961 წლის ივ­ნის­ში).
2. # 168. “ჩი­ტი”. ქვა, მო­წი­თა­ლო-მო­ნაც­რის­ფრო. 8X9X11 სმ (შე­მო­წი­რუ­ლია ავ­ტო­რის მი­ერ 1961 წლის ივ­ნის­ში).
3. # 169. “ჩი­ტი”. ქვა, მომ­წვა­ნო-­მო­შა­ვო. 9X12X11 სმ.

აღ­წე­რი­ლო­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი­ა, მაგ­რამ ერ­თია თვალ­ში სა­ცე­მი: 1961 წლის აპ­რილ­ში (ერ­თი თვით იყო ჩა­მო­სუ­ლი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში) გა­და­ცე­მუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი მხო­ლოდ ივ­ნის­შია გა­ტა­რე­ბუ­ლი. მა­ინც, რა იყო ეს? და­უ­დევ­რო­ბა, ყოყ­მა­ნი, თუ არ­ცოდ­ნა: რო­გორ… ავ­ტო­რი, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი საზღ­ვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბის არა­ერთ სა­ხელ­მწი­ფო თუ კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში ინახება; ამ­ჟა­მად ამე­რი­კე­ლი, მაგ­რამ – ქარ­თვე­ლი და თა­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი… იქნებ, მე­რე გა­მო­აგ­ზავ­ნა?! – შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვას ვინ­მემ. ასე სწრა­ფად? თა­ნაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რი სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი იქ­ნე­ბო­და. მინ­და გა­ვიხ­სე­ნო გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი­სად­მი მიძღ­ვნი­ლი ერ­თი ლექ­სი, პატ­რი­ცია მარ­ტი­ნის და­წე­რი­ლი, მუ­ლენ­ბერ­გი­სე­უ­ლი კო­მენ­ტა­რით და ლე­ლა ჟა­მუ­რაშ­ვი­ლის მი­ერ თარ­გმნი­ლი (ის ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა ქარ­თუ­ლად):

საჭ­რე­თე­ლი და ჩა­ქუ­ჩი მის ხელ­ში
მთე­ლი დღეა სიყ­ვა­რულ­ზე მღე­რი­ან,
მანდ რა გინ­და, ქვი­დან მა­ლე გა­მო­დი,
ჩვენ­თან იყავ, აქ ყვე­ლა­ნი გე­ლი­ან.
მტკი­ცე ხე­ლი ქვის კარ­საც კი გა­ა­ღებს,
ეს დრუნ­ჩი­ა, ეს კუ­დი­ა, ეს თა­თი,
რო­გორ ფრთხი­ლად გად­მო­დი­ან, შე­ხე­დე,
ეს ძაღ­ლი­ა, ეს ბატ­კა­ნი, ეს დათ­ვი.
ისევ ისე იჭე­დე­ბა სიმ­ღე­რა
სიყ­ვა­რუ­ლით მო­უღ­ლე­ლი გუ­ლით,
მხი­ა­რუ­ლად დარ­ბი­ან და ცელ­ქო­ბენ,
ქვებს ჩაჰ­ბე­რა უკ­ვდა­ვე­ბის სუ­ლი.

ვი­საც უნა­ხავს, რო­გორ მუ­შა­ობს გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი გრა­ნიტ­ზე, რო­გორ ცვი­ვა ნა­ტე­ხე­ბი და ნა­პერ­წკლე­ბი აქეთ­-ი­ქეთ, ვი­საც მი­სი საჭ­რე­თე­ლის “სიმ­ღე­რა” მო­უს­მე­ნი­ა, ლექ­სის და­წე­რის სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად გა­უჩ­ნდე­ბო­და.

გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც გა­და­ი­ღეს.
რეტ­როს­პექ­ტუ­ლი კა­ტა­ლო­გი ამ­გვარ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს: “ჯორჯ პა­პაშ­ვი­ლი ლი­ჰა­ის ვე­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის ალი­ან­სის, ფი­ლა­დელ­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ალი­ან­სის, ოდი­უ­ბო­ნის ხე­ლო­ვან­თა და ფი­ლა­დელ­ფი­ის ხე­ლო­ვან­თა თა­ნას­წო­რო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი იყო”.

“ჯორჯ პა­პაშ­ვი­ლის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გულ­წრფე­ლი უშუ­ა­ლო­ბა იგ­რძნო­ბა; სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც მან შექ­მნა, სა­ჩუ­ქა­რია ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის და და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რი­ა”, – ამ სიტყ­ვებს ჩარლზ ჰ. მუ­ლენ­ბერ­გი (უმ­ცრო­სი) და­წერს პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერ­თი წლის შემ­დეგ.

გი­ორ­გი (ჯორჯ) პა­პაშ­ვი­ლი 1978 წლის მარ­ტში გარ­და­იც­ვა­ლა 80 წლის ასაკ­ში. და­ტო­ვა უმ­დიდ­რე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა რო­გორც მო­ქან­და­კემ და რო­გორც მწე­რალ­მა. ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბა ვფიქ­რობთ, ქარ­თველ­თა­გან მეტ ყუ­რადღ­ე­ბას მო­ითხ­ოვს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*