
დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს
0
Be First!
წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილებს აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიების მრევლი დახვდა.
24 სექტემბერს, წმ.დედოფლის წმ.ნაწილი, წირვაზე, 11სთ-ზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში.
ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13 სთ-ზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმ.ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი.
შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.