დიპლომატიურ ტურში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი ელჩები.
ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნობიან კახეთის რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს, მოინახულებენ „მეღვინეობა ხარება“-ს და დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის გაიმართება სპეციალურ პრეზენტაციები, რეგიონის შესახებ კახეთის განვითარების სააგენტო მიერ, თემაზე: “კახეთის რეგიონის კულტურა და ტრადიციები“ და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, თემაზე: “საქართველოს ტურისტული პოტენციალი“.
დიპლომატიური ტური 2017-ის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.